x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რაზე დაურეკა ბაიდენმა რომის პაპს?

image
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა, რომის პაპ ფრანცისკეს აშშ-ის უმაღლესი სამოქალაქო სახელმწიფო ჯილდო გადასცეს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური იტყობინება.



„დღეს პრეზიდენტი ბაიდენი ესაუბრა მის უწმინდესობას რომის პაპ ფრანცისკეს და დაასახელა იგი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლის მიმღებად.“- ნათქვამია გამოცემაში.



განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ბაიდენმა გასცა ჯილდო თავისუფლების საპრეზიდენტო მედალით. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ პაპი მოუწოდებს მსოფლიოს „მშვიდობისა და პლანეტის დაცვის ბრძოლისკენ“.



12 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ მოუწოდა კაცობრიობას „ გულის გაწმენდისკენ“ და უსურვათ, რომ 2025 წელი ყოფილიყო მშვიდობის განმტკიცების წელი.

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0