სხვა იტალიაში,ქალაქის მერმა მოსახლეობას ავადმყოფობა აუკრძალა დღეს, 16:20
სამხრეთ იტალიის ქალაქ ბელკასტროს მერმა გამოსცა განკარგულება, რომელიც მოსახლეობას აეკრძალა ავადმყოფობა.
სამხრეთ იტალიაში მდებარე პატარა ქალაქ ბელკასტროს მცხოვრებლებს ოფიციალური განკარგულებით აეკრძალათ ავადმყოფობა. ამის შესახებ Catanzaro Informa წერს. ევროპული ქალაქის მერმა გამოსცა განკარგულება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ავალდებულებს „თავიდან აიცილონ ნებისმიერი დაავადება, რომელიც საჭიროებს სამედიცინო დახმარებას, განსაკუთრებით სასწრაფო დახმარებას“. ამ გზით, მერმა ანტონიო ტორჩიამ გადაწყვიტა ხალხი გაეფრთხილებინა, რომ ჯანდაცვის სექტორში რესურსების და კადრების ნაკლებობას განიცდის. მან ცალკე აღნიშნა, რომ ბრძანებულებას „ირონიული კუთხით“ უნდა შეხედოთ. ეს არ არის უბრალოდ პროვოკაცია, განკარგულება არის ძახილი დახმარებაზე, მიუღებელი სიტუაციის ყურადღების მიქცევის საშუალება."ანტონიო ტორჩია ბელკასტროს მერი საქმე იმაშია, რომ ბელკასტროში ცხოვრობს დაახლოებით 1300 ადამიანი, რომელთაგან ნახევარი პენსიონერია. ქალაქში არის სამედიცინო პუნქტი, მაგრამ უმეტესად დაკეტილია. გარდა ამისა, მორიგე ექიმები არ მუშაობენ შაბათ-კვირას და არც სადღესასწულო დღეებში . არ მუშაობენ ღამის ცვლაშიც. უახლოესი სასწრაფო დახმარების ცენტრი კი მხოლოდ 45 კილომეტრშია. 33 2-ს მოსწონს
|