x
image
Yoona
Mediator image
იცით, რატომ აქვთ სასტუმროებში ყოველთვის თეთრი თეთრეული და ბალიშები?
ძველად ადამიანისთვის საკმარისი იყო მოკლული ცხოველის ტყავის გაშლა კომფორტული საძილე ადგილის შესაქმნელად. აი, თანამედროვე ადამიანს გაცილებით მეტი სჭირდება სრული, იდეალური ძილისთვის. აქ თეთრეული ბოლო ადგილს არ იკავებს. ყველას, ვინც მოგზაურობისას კარგ სასტუმროში რჩება, ალბათ, ახსოვს წარმოუდგენელი სითეთრის და სისუფთავის შეგრძნება მსუბუქი, სუნთქვადი და თითქოს ხრაშუნა თეთრეულისგან.



image



მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ ჩვენი შეგრძნებები თეთრის მიმართ ყოველთვის ერთნაირია. ქვეცნობიერად აღვიქვამთ, რომ თეთრი სუფთას ნიშნავს. ხოლო ვინაიდან საწოლი სუფთაა, სასტუმროსთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ არის.



ქათქათა თეთრეული სასტუმროებისთვის სტანდარტია მთელ მსოფლიოში.

image




ემა ჰუტონი, Tielle Love Luxury-ის დიზაინერი, ჟურნალთან Red საუბარში ამბობს, რომ ნებისმიერი ფერი, თეთრის გარდა, დროთა განმავლობაში ხუნდება.



თეთრ ფერს ეს არასდროს ემართება, ის მარადიული, მიმზიდველი და სუფთაა.



image

აი, ახლა იცით მიზეზი!



სასტუმროს ნომერი მაქსიმალურად მოწესრიგებული რომ გამოჩნდეს, ამავდროულად საწოლი ახალი და ძალიან კომფორტული იყოს, თეთრი თეთრეული ყოველთვის საუკეთესო არჩევანია.



გაითვალისწინეთ, რომ ის არ უფერულდება რამდენიმე გარეცხვის შემდეგ!



ასევე დაგაინტერესებთ:

10 რამ, რაც სასტუმროს დამლაგებლებს სურთ გადასცენ სტუმრებს, მაგრამ ვერ ბედავენ

როგორ გვატყუებენ სასტუმროებში, სადაც „ყველაფერი შედის“ - მზარეულის აღიარება

ხელის პირსახოცს არ შეეხოთ. სასტუმროს საიდუმლოებები, რომელთა შესახებ უნდა იცოდეთ

მოგზაურობაში მაცივრის მაგნიტი წაიღეთ! სასტუმროში დაგჭირდებათ

უნიკალური სასტუმრო Giraffe Manor გთავაზობთ სადილს ჟირაფებთან ერთად


0
132
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
132