x
image
ლურჯი თოლია
ქართველი ავიაინსტრუქტორი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ავიაციის წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი იყო

ალექსანდრე ქართველიშვილი - ქართველი

ალექსანდრე ქართველიშვილი 1896 წლის 9 სექტემბერს თბილისში დაიბადა. სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1914 წელს. 1919 წელს სასწავლებლად გაემგზავრა პარიჟში, 1922 წელს დაამთვარა პარიზის ავიაციის უმაღლესი სკოლა. 1921 წელს, საქართველოში საბჭოთა მმართველობა დამყარდა და ახალგაზრდა ავიაკონსტრუქტორი პარიზში დარჩა. ავიაინჟინერიის შესწავლის შემდეგ, მან ელექტრონიკის ფაკულტეტიც დაამთავრა, ხოლო 1924 წელს, მისმა თვითმფრინავმა უკვე სისწრაფის მსოფლიო რეკორდიც კი დაამყარა.

ალ. ქართველიშვილი 1922-1927 წლებში ლეგენდალური ფრანგი ავაიტორის, ლუი ბლერიოს კომპანიაში გამომცდელად და ასევე თვითმფრინავების "Bernard"-ისა და "Ferbois"-ის შექმნაზე მუშაობდა. ერთ–ერთი ფრენის დროს მომხდარი ავარიისას სერიოზული ტრამვა მიიღო და ამის გამო სამუდამოდ ჩამოშორდა მფრინავის პროფესიას.

1931 წელს იგი შეხვდა თბილისელ ალექსანდრე სევერსკის, ცნობილი კორპორაცია "Seversky Aircraft Corporation"-ის პრეზიდენტსა და მთავარ ინჟინერს. 1939 წელს კომპანიას შეეცვალა სახელი და ეწოდა "Republic Aviacorporation", რომლის ვიცე-პრეზიდენტად და მთავარ ინჟინრად დაინიშნა ალ. ქართველიშვილი. ამ დროისთვის იგი უკვე მსოფლიოში აღიარებული ავიაკონსტრუქტორი იყო.

თბილისური დუეტი მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკული საჰაერო ძალების წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი გახდა. ალექსანდრე ქართველის სახელს უკავშირდება 14 სხვადასხვა თვითმფრინავის მოდიფიკაცია, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული, "მეორე მსოფლიო ომის ხერხემლად" წოდებული P-47-ა.

ქართველიშვილის მიერ ომის შემდეგ შექმნილი თვითმფრინავები „F-84 THundejet“ და „F-1057 Thunderchief“ დღესაც დაფრინავენ აშშ-ის სამხედრო ავიაციაში.

სამშობლოში დარჩენილ მის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს, ალექსანდრესთან კონტაქტი პრაქტიკულად არ ჰქონდათ. 77 წლის ასაკში, ალექსანდრე ქართველიშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ალექსანდრე საქართველოში აღარასოდეს დაბრუნებულა და არც შთამომავლობა დარჩენია.

0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0