სიახლეები უპილოტო ტაქსმა აურია, წრეზე მოძრაობდა, რის გამოს მგზავრმა თვითმფრინავზე დააგვიანდა 7 იანვარი, 15:02 მგზავრმა გამოტოვა რეისი არიზონაში, რადგან რობო-ტაქსიმ რვა გრძელი წრე გააკეთა, სანამ Waymo-ს ტექნიკური მხარდაჭერა მოახერხებდა მანქანის გაჩერებას.
ლოს-ანჯელესის აეროპორტამდე ჩვეულებრივი მგზავრობა მაიკ ჯონსისთვის დიდ უსიამოვნო ინციდენტში გადაიზარდა. მამაკაცმა რეისი გამოტოვა, რადგან მისი თვითმართვადი ტაქსი Google-ის შვილობილი კომპანია Waymo-დან არ გაჩერდა და ავტოსადგომის გარშემო წრეებს უვლიდა. მაიკი გეგმავდა სახლში სკოტსდეილში წასვლას, არიზონას შტატში, მაგრამ მშვიდი მოგზაურობის ნაცვლად. მან მიიღო რეალური სამეცნიერო ფანტასტიკური თრილერის სცენარი. მისმა Waymo ტაქსიმ, რომელიც აღჭურვილი იყო ავტოპილოტით, უაზრო, გრძელი წრეების დარტყმა დაიწყო. მგზავრი უშედეგოდ ცდილობდა მანქანის გაჩერებას, რის შემდეგაც დაუკავშირდა კომპანიის ტექნიკურ დახმარებას. მამაკაცი ფაქტობრივად ხაფანგში აღმოჩნდა - ის იჯდა რობოტიზებულ მანქანაში ღვედით მიბმული, მის მცდლეობას, მანქანიდან გადმოსულიყო, შედეგი არ მოყვა, რეაქცია იყო ნოლი. ტექნიკური დახმარება უძლური აღმოჩნდა მანქანა დისტანციურად გაეჩერებინათ. Waymo-ს თანამშრომლებმა მხოლოდ რვა წრის შემდეგ შეძლეს ამ „მოგზაურობის“ მექანიკურად დასრულება, მაგრამ მაიკს უკვე დააგვიანდა თვითმფრინავზე. ინციდენტიდან ერთი კვირის შემდეგ მაიკი ჯერ კიდევ ელოდება კომპანიისგან ბოდიშის მოხდას ან მინიმუმ ზარალისანაზღაურებას. "სად არის თანაგრძნობა? ეს არის თანამედროვე ციფრული სამყაროს კიდევ ერთი მაგალითი. პროდუქტი დაუხვეწავია და არავინ დგამს შემხვედრ ნაბიჯს კლიენტის, მომხმარებელის მიმართ", - წუხს ის CBS News Los Angeles-თან ინტერვიუში. თავად მაიკლი მუშაობს ტექნოლოგიების სფეროში და წარმატებებს უსურვებს ისეთ პროექტებს, როგორიცაა Waymo, მაგრამ კატეგორიულად უარზე, ოდესმე გამოიყენოს ავტონომიური ტაქსის სერვისები. ”შემდეგ ჯერზე უბრალოდ Uber-ს შევუკვეთავ”, - დასძინა მაიკმა. 88 2-ს მოსწონს
|