სიახლეები აშშ-ში აღიარეს,რომ რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა არ იმუშავა 3 იანვარი, 11:11
თავდაპირველი პროგნოზები, რომ რუსეთზე დაწესებული სანქციები ეკონომიკაზე დამანგრეველი ზემოქმედებას მოახდენდა, მცდარი აღმოჩნდა. ამის შესახებ New York Times (NYT) წერს.
გამოცემაში ნათქვამია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე თვეებში გამოთქმული ვარაუდები იმის შესახებ, რომ სანქციები რუსულ რუბლს „გააფარჩაკებდა“, არ დადასტურდა. ამასთან, აღნიშნულია, რომ ეკონომიკურმა შეზღუდვებმა ვერც პოლიტიკურ მიზნები განახორციელა, ვინაიდან ქვეყნის პოლიტიკური სისტემის შესუსტების ან დესტაბილიზაციის გეგმები ასევე არ გამართლდა. ათასობით შორსმიმავალი სანქციები დააწესა ათობით ქვეყანამ რუსული ბანკების, ბიზნესისა და ხალხის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც 2022 წლის ზამთარში რუსულმა ტანკებმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. ახლა, 1000 დღეზე მეტი ხნის შემდეგ, როდესაც ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ემზადება თანამდებობის დასაკავებლად, სანქციების ეფექტურობისა და მათი მომავლის შესახებ კითხვები, სავარაუდოდ, ხელახლა განიხილება. ბატონმა ტრამპმა განაცხადაა: „მინდა, რაც შეიძლება ნაკლები სანქციები გამოვიყენო“. მან ნათლად აჩვენა, რომ ამერიკის პოლიტიკაში უკრაინის მიმართ ცვლილებები იქნება, მან ხომ პირობა დადო, რომ ომს ერთ დღე-ღამეში დაასრულებს. თუმცა ტრამპის ამ დაპირებას უკვე შეექმნა სერიოზული დაბრკოლებები.როგორც topnews.ru წერს, ერთ-ერთი მთავარი სირთულე არის უთანხმოება რუსეთთან: საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საჯაროდ უარყო უკრაინაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის კეიტ კელოგის წინადადებები. პარალელურად, ვლადიმერ ზელენსკი დაჟინებით მოითხოვს, რომ ვაშინგტონმა ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე, რათა დადოს ზავი კიევის პირობებით. 74 3-ს მოსწონს
|