ეკონომიკა შვედეთში, თბილისში პრესტიჟულ უბანში ბინის ფასად, მთელი კუნძული იყიდება 3 იანვარი, 10:07
შვედეთში თბილისში პრესტიჟულ უბანში ბინის ფასად მთელი კუნძული იყიდება.
ტყით გარშემოტყმული კუნძული შვედეთში სიდიდით მეხუთე -სტურშენის ტბაზე 140 500 ევროდ იყიდება. ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ კუნძულის ტბაში ცხოვრობს უცნაური არსება -ზღვის რეპტილია ფარფლებითა და ძაღლის თავით. კუნძულზე არის სასახლე ვრცელი ბაღით და ნავმისადგომით. ტბიდან იშლება ულამაზესი ხედი ოსტერსუნდის საუნივერსიტეტო ქალაქზე. აღსანიშნავია, რომ კუნძული საკმაოდ მოხერხებულ ადგილზე მდებარეობს: სტოკჰოლმამდე ნავით მისასვლელად მხოლოდ 45 წუთი დაგჭირდებათ. რაც შეეხება ტბაში უცნაური ცხოველის შესაძლო არსებობას, ძნელად დასაჯერებელია. მაშ ასე, 140 500 ევროდ შეგიძლიათ შეიძინოთ ტერიტორია სახლით, ტერასით, აბანოთი, სახელოსნოთი და პირსით. როგორც ავღნიშნეთ, კუნძული დედაქალაქთან ახლოს არის. კუნძულს აქვს ყველა თანამედროვე კომფორტი, როგორიცაა ელექტროენერგია, სასმელი წყალი, შხაპი და ტუალეტი. ტერიტორიაზე არის სამი კოტეჯი, აბანო, ბეღელი, სათბური და სამი პირსი(ნავმისადგომი). ქონება იყიდება ავეჯით. თუ შესაძლებლობა გექნებოდათ რას აირჩევდით - სამ ოთახიან ბინას თბილისის ცენტრში თუ კუნძულს შვედეთში? 245 2-ს მოსწონს
|