საზოგადოება ცნობილი ქართველები, რომლებიც 2024 წელს გამოგვაკლდნენ 2024, 30 დეკემბერი, 17:21 მიიწურა 2024 წელი და მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ვინ დავკარგეთ გასულ წელს.
ვაჟა აზარაშვილი- გარდაიცვალა 7 თებერვალს, 87 წლის— ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1988), ღირსების ორდენის კავალერი (1998), თბილისის საპატიო მოქალაქე (1999) სოსო ჯაჭვლიანი გ. 8 თებერვალს, 65 წლის, მიზეი სიმსივნე— ქართველი მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი (მკლავჭიდი). ხათუნა კოტრიკაძე გ. 15 თებერვალს, 68 წლის— ქართველი მსახიობი. პოპულარობა მოიპოვა ეკა ბერიძის როლით ფილმში „მხიარული რომანი” (რეჟისორი ლევან ხოტივარი, 1972). მონაწილეობა აქვს ასევე მიღებული ფილმებში — „მოიტაცეს თამარ ქალი” (რეჟისორი ლეილა გორდელაძე, 1971) და „მეთხუთმეტე ზაფხული” (რეჟისორი სოსო ჩხაიძე, 1971). მას შემდეგ სასცენო მოღვაწეობას ჩამოშორდა. ლევან თედიაშვილი გ. 17 თებერვალს, 75 წლის — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971). ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი. 1973 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად. ჯემალ გახოკიძე გ. 4 მარტს 73 წლის — საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი 1997 წლის 30 ივნისიდან – 1998 წლის 9 თებერვლამდე, გენერალ-ლეიტენანტი. ლამარა ჭყონია გ. 14 მარტს, 93 წლის — ქართველი მომღერალი (ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო), საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1970), სსრკ სახალხო არტისტი (1976). ტრისტან სარალიძე -გ. 27 მაისს, 69 წლის, ებრძოდა მძიმე სენს. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი. ქეთევან კიკნაძე გ. 9 ივლისს 85 წლის— ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1987). საქართველოს სახალხო არტისტი (1990).განსაკუთრებით სახელი გაითქვა ბეჩუნი პერტიას როლით („დათა თუთაშხია“, 1978 წელი) ნუგზარ წურწუმია გ. 3 ივლისს, 27 წლის, ხობში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ქართველი სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე. 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი (2019). მსოფლიოს ჩემპიონი (2019), ასევე მსოფლიოსა (2018) და ევროპის (2018) ჩემპიონატების ბრანჯაოს პრიზიორი. რევაზ კაპანაძე-გ.8 ივნისს 100 წლის ასაკში-ქართველი ექიმი და მეცნიერი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მედიკო–ბიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი. ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 16 საკანდიდატო და 10-ზე მეტი სადოქტორო დისერტაცია; ლიანა ისაკაძე — გ. 5 ივლისს, 77 წლის— ქართველი მევიოლინე, დირიჟორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1974). სსრკ სახალხო არტისტი (1988). თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინე. იგი ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა — 3 წლის ასაკში გახდა მუსიკოსი. ლიანა ისაკაძე მსოფლიოს ყველა გამოცემაშია შეყვანილი, სადაც საუკუნის საუკეთესო მევიოლინე სოსო ცისკარიშვილი გ. 6 აგვისტოს, 76 წლის— ქართველი პოლიტოლოგი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ექსპერტი. თენგიზ ცერცვაძე გ. 1 აგვისტოს, 76 წლის — ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი 1992 წლიდან, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი 1999 წლიდან. ღირსების ორდენისა (1998) და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი (2019). ზურა ბერიკაშვილი-გ.13 სექტემბერს, 55 წლის, მიზეზი გულის შეტევა, ქართველი თეატრის და კინოს მსახიობი. კესარია აბრამიძე -37 წლის, მოკლეს 18 სექტემბერს— ქართველი ბლოგერი, მსახიობი და მოდელი. ყველაზე ცნობილი ტრანსსექსუალი საქართველოში. გივი შაჰნაზარი- გ. 23 სექტემბერს 91 წლის— პოეტი, მთარგმნელი. დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1951). 1984-1987 წლებში იყო თბილისის სომხური დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1997 წლიდან საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეროვნებათაშორისი ურთიერთობის განწყობის რეფერენტია. თბილისის საპატიო მოქალაქე (2015). ზაალ სამადაშვილი გ. 1 ნოემბერს, 71 წლის — ქართველი მწერალი, ესეისტი, პოლიტიკოსი. თბილისის საკრებულოსთან ერთად ლიტერატურული პრემია „გალას“ დამაარსებელი. ლევან პირველი გ. 2 დეკემბერს, 62 წლის —იგი ბოლო წლები მძიმე სენს ებრძოდა. ქართველი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი . ნოდარ სარჯველაძე-გ.2 დეკემბერს, 79 წლის, — ქართველი მეცნიერი, ფსიქოლოგი. ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი, საქართველოს ფილოსოფიური აკადემიის აკადემიკოსი, ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე 1996 წლიდან; Counseling-ის საერთაშორისო ასოციაციის წევრი, 7 წიგნისა და 40 სტატიის ავტორი ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გემანულ და ფრანგულ ენებზე. ბაჩუკი ქარდავა-გ.27 დეკემბერს, 54 წლის, გარდაცვალების მიზეზი გართულებული კუჭის წყლული.პოლიტიკოსი, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე და გაზეთ "ქართული ქრონიკის" რედაქტორი. 814 1-ს მოსწონს
|