x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უცნაური ფაქტები: ასაკის მატებასთან ერთად, რატომ გადის დრო უფრო სწრაფად და ვის აქვს ყველაზე დიდი ტვინი პლანეტაზე?

დაჩქარებული დრო


image


ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანებს ისეთი შეგრძნება ეუფლებათ, თითქოს დრო უფრო სწრაფად გადის. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი ცხოვრების ყოველი მომდევნო წელის ხანგრძლივობის პროცენტული მაჩვენებელი, ასაკის მატებასთან ერთად, თანდათანობით მცირდება. მაგ., 4 წლის ბავშვისთვის, მომდევნო 1 წელი, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის 25 %-ს შეადგენს, ხოლო 40 წლის ადამიანისთვის – 0, 4 %. ამ მოსაზრებას საფუძვლად «პროპორციულობის თეორია» უდევს, რომლის მიხედვით, ჩვენს მიერ აღქმული დროის ხანგრძლივობა, ცხოვრების წლების ხანგრძლივობის პროპორციულია და ასაკთან ერთად, ჩვენს მიერ აღქმული «აწმყო», შეგრძნებების დონეზე, თანდათანობით მცირდება – დღე უფრო მალე გადის და წელიც მოკლე გვეჩვენება...


ყველაზე დიდი ტვინი


image


გაირკვა, რომ ყველაზე დიდი ტვინი, სხეულის მასასთან შედარებით, ხერხემლიანებს შორის, კოლიბრის აქვს. ამ ფრინველის ტვინის და სხეულის მასებს შორის თანაფარდობა – 1\12–ის ტოლია და ის ერთადერთი ფრინველია, პირუკუ, ანუ ზურგის მიმართულებით, ფრენა რომ შეუძლია.

უხერხემლოებს შორის კი, რეკორდსმენი – ჭიანჭველაა. მისი ნეირონული კვანძების მასის თანაფარდობა, სხეულის მასასთან – 1\4–ია.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ საიმირების (ცხვირფართო მაიმუნების გვარი) ტვინისა და სხეულის თანაფარდობა 1\17-ის ტოლია. ხოლო, ადამიანის იგივე პარამეტრი – 1\40–ია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ძნელად დასაჯერებელი ფაქტები ცხოველების შესახებ

* უმარტივესი ტესტი, საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად

* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 15 (25 ფოტო)

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
98
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0