x
მეტი
  • 29.12.2024
  • სტატია:139100
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512623
აშშ შეშფოთებულია ჩინური უახლესი სუპერგამანადგურებლით(ვიდეო)
image„ჩინური სტელსი(უჩინარი) თვითმფრინავი არის „სუპერიარაღი“, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ზესახელმწიფო, რომელსაც ლიდერის პრეტენზია აქვს ცაში ბატონობისათვის. სახიფათო გამანადგურებელს შეუძლო კოსმოსში გაფრენა და აშშ-ს მანამდე მიუღწეველ სამხედრო სამიზნეებზე თავდასხმა“, - წერს Daily Mail მას შემდეგ, რაც მანამდე უცნობი აპარატი ჩინეთის ცაზე შენიშნეს.


ზესაიდუმლო ავიგამანადგურებლის შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი, მაგრამ ექსპერტები თვლიან, რომ პეკინი მეექვსე თაობის ავიაგამანადგურებლის ტექნოლოგიური წარმატების დემონსტირებას ახდენს. სავარაუდოდ, ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს უახლესი Baidi B-Type („თეთრი იმპერატორი“) თვითმფრინავი.

image

ცაში იდუმალიგამანადგურებელი გამოჩნდა ჩინური, მოწინავე Chengdu J-20-ის თანხლებით. ფოტოებზე ჩანს, რომ თვითმფრინავები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ახალ თვითმფრინავს აქვს რომბისებური ფორმა, არის დიდი ზომის და იმეორებს ფორმას, რომელიც გამოიყენება მეექვსე თაობის ინტერკონტინენტური სტელსი თვითმფრინავების დიზაინში.


image

თვითმფრინავი დაფრინავდა ჩამოშვებული შასით, რაც ადრეული ტესტირების სტანდარტული პრაქტიკაა.



გამოცემა The War Zone ვარაუდობს, რომ გამანადგურებელს შეუძლია მიაღწიოს კოსმოსის ზღვარს და სრულიად მოულოდნელად დაარტყას თვითმფრინავებსა და აშშ-ს საჰაერო ძალების ტანკერებს.


"თეთრი იმპერატორს", თუ ვიმსჯელებთ მის შესახებ მწირი მონაცემებით, შეუძლია 10000 კმ-ზე მეტი მანძილის დაფარვა ზებგერითი სიჩქარით, ამასთანავე შეუმჩნევლი დარჩეს დიდი ხნის განმავლობაში საწვავის შევსების გარეშე. სუპერიარაღების შემუშავებას ახორციელებს კორპორაცია Chengdu, როგორც ჩინური Nantianmen პროექტის ნაწილი, რომელიც შექმნილია საჰაერო დომინირების უზრუნველყოფისათვის.


0
280
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0