x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ანა სედოკოვა მარადიულ სიყვარულს ჰპირდება გარდაცვლილ ქმარს
image

ანა სედოკოვამ, ნერვული აშლილობის შემდეგ, გარდაცვლილ ყოფილ ქმარს იანის ტიმას საავადმყოფოდან მიმართა.


ანა სედოკოვამ იანის ტიმას გარდაცვალების შესახებ ახალი განცხადება საავადმყოფოდან გაავრცელდა, სადაც ის ნერვული აშლილობის ნიადაგზე მოხვდა. მან მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისთვის და მოუწოდა არ ენდონ იმ ადამიანების ნათქვამებს, რომლებიც სპეკულირებენ მისი მეუღლის თვითმკვლელობის თემაზე. "ჯერ კიდევ საავადმყოფოში ვარ და ჯერჯერობით ადრინდელივით არ გამომდის ცხოვრება", - ამბობს მრავალშვილიანი დედა.


image



ანამ ასევე განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ იანისი გარდაიცვლილია, ”ვგლოვობ და მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი ერთგვარი სულელური ხუმრობაა. მაგრამ ყოველ დილით საავადმყოფოში ვიღვიძებ და ვხვდები, რომ ვეღარასოდეს გნახავ“, - გვიზიარებს ანა თავის განცდებს.


შემდეგ კი გარდაცვლილს მიმართავს ”მთავარია, დაიმახსოვრე, გმირო: არაფერი არსებობს, შენ რომ არ დაიპყრო! და მიუხედავად იმისა, რომ მიგვატოვე, მე შენ მიყვარხარ სამუდამოდ... დედამიწაზეც და ზეცაშიც“.

image

შეგახსენებთ, რომ იანისი 17 დეკემბრის ღამეს გარდაცვლილი იპოვეს. კალათბურთელმა თვითმკვლელობამდე წერილი, რომელშიც ანას დაემშვიდობა.


ლატვიელი კალათბურთელი "ინსტაგრამ" გვერდზე სუიციდზე ხშირად საუბრობდა და სედოკოვას ადანაშაულებდა იმაში, რომ ნამდვილი სიყვარული ფულზე გაცვალა.


ტიმი და სედოკოვა ქორწინებაში 4 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ.დაშორდნენ ოქტომბრის თვეში, ოფიციალურად კი გაიყარნენ დეკემბერში.მანამდე "ვია გრას" ექს-სოლისტი ოფიციალურად ორჯერ იყო გათხოვილი.





25 დეკემბერს 32 წლის იანისის ცხედარი ლატვიაში გადაასვენეს, კალათბურთელის გაცილების ცერემონია 27 დეკემბერს გაიმართა. ანა სედოკოვა დაკრძალვას ვერ დაეწრო და გარდაცვლილის მამას არც სურდა მომღერალი შვილის კუბოსთან ენახა.

0
301
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0