x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რაც დაგემართა, ის არ არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება დაგემართოს" - ვის მიმართავს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ამერიკის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს:


"დილას დავწერე გამოდი დღის ბოლომდე და არჩევნები დანიშნემეთქი, არ დაიჯერა.


ახლა ვეუბნები: გამოეთრიე მომავალი კვირის დასაწყისში მაინც და არჩევნები დანიშნე, თორემ დღეს რაც დაგემართა, ის არ არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება დაგემართოს. რა თქმა უნდა, ახლაც არ დაიჯერებს."- ვკითხულობთ ნინო ჯანგირაშვილის პოსტში.


შეგახსნებთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. მისი სახელი უკვე OFAC-ის სიაში შეტანილი.


აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია აშშ-ში, ამერიკელების მფლობელობაში ან მათ კონტროლქვეშაა, გაიყინება. ივანიშვილის ან მისი პარტნიორების მფლობელობაში არსებული კომპანიების ტრანზაქციები ნებადართულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათზე სანქციების სხვა დებულებები ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ სანქციების რეჟიმი ვრცელდება 2024 წლის სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს საქმეზე განხორციელებულ ტრანსაქციებზეც.






0
118
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
118