x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სინამდვილეში რა მოხდა“ - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

image


ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი პარლამენტის წინ, კალაძის მიერ დაანონსებული ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთებასა და შემდეგ საახალწლო ღონისძიების გადადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"სინამდვილეში რა მოხდა:)


ვაკეში დაანონსებულ აქციაზე მივიდა 21 ადამიანი. დავთვალე.:))

რუსთაველზე მოიყვანეს უსაყვარლესი ბებოები და ბაბუები, ტიტუშკებიც, მაგრამ ძალიან ცოტა იყვნენ იმისთვის, რომ მორალური უპირატესობა ეგრძნოთ.

ჩვენ ველოდებოდით მშვიდად. სიმღერით და ბურთის თამაშით, მაგრამ ჰოპ, ეკრანები ჩაგვიქვრეს და გვითხრეს რომ იოლკა არ იქნება.

ჭირი იქა და ქატო აქა:))

მიყვარხართ!"– ვკითხულობთ ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტში.



შეგახსენებთ, რომ რომ გუშინ, პარლამენტის წინ, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთება გადაიდო. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ საახალწლო ღონისძიების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთა.


"მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი, " - განაცხადა თბილისის მერმა საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც ბოლო წუთებამდე პარლამენტის წინ, ნაძვის ხის ანთებას გეგმავდა.


გავრცელებული ინფორმაციით, საჯარო სამსახურში დასაქმებულებს "ქართული ოცნება" ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებას აიძულებდა. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს ზემდგომები პირადად ურეკავდნენ და 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.


ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა მას შესთავაზა, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ღონისძიება ორბელიანის სასახლის წინ გადაეტანა. როგორც ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რაიმე პროვოკაციის მოხდენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მთლიანად დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს დაეკისრებოდა.







0
288
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
288