x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ძნელად დასაჯერებელი ფაქტები ცხოველების შესახებ

აქ 3 ფაქტს წარმოგიდგენთ ცხოველების შესახებ, რომელიც, ერთი შეხედვით, გამოგონილს უფრო ჰგავს. თუმცა, თითოეულ მათგანზე, დოკუმენტური, თუ ფოტო მტკიცებულება არსებობს და როგორც ჩანს, ზოგჯერ – შეუძლებელიც, შესაძლებელია!


სელაპმა ლაპარაკი ისწავლაimage


1971 წ. ბოსტონის აკვარიუმში სელაპი მიიღეს, რომელიც სკოტ დენინგმა იპოვა და გაზარდა. სკოტმა ცხოველზე ზრუნვა მცირე ასაკიდან დაიწყო და მას გუვერი დაარქვა. თავიდან, რამდენიმე თვე, სახლში ჰყავდა. ვიდრე გუვერი სახლის პირობებში ცხოვრობდა, მან ადამიანის ენის იმიტირება ისწავლა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიტყვათა მარაგი, შეზღუდული იყო, გუვერი, მისთვის ცნობილ ყველა სიტყვას, მკაფიოდ გამოთქვამდა. ის ადამიანებს, მასთან მიახლოებას და მისი სახელის წარმოთქმას სთხოვდა. გუვერს, ასევე შეეძლო ფრაზის – "აქედან გაეთრიე!"–ს ყვირილი.

მაგრამ, აკვარიუმში გადაყვანის შემდეგ, დადუმდა და მთელი 5 წელი ხმა არ ამოუღია. ბოლოს, გარემოს და პერსონალს შეეჩვია და ისევ ალაპარაკდა. ისწავლა ისეთი ფრაზები, როგორიც არის: "სალამი!" და "მოდი აქ!". ამის წყალობით, გუვერმა სახელი გაითქვა და პირველი მოლაპარაკე ძუძუმწოვარი* გახდა, რომელიც ადამიანი არ იყო.


კატა, სახელად "დასტი" კლეპტომანი გახდაimage


ქალაქი სან-მატეო (კალიფორნია) ერთი ჩვეულებრივი ქალაქია, სან-ფრანცისკოსთან ახლოს და შეიძლება, მისი არსებობის შესახებ არც არასოდეს გაგვეგო, რომ არა პრობლემა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შეექმნა. საქმე იმაშია, რომ მათი პირადი მოხმარების და საყოფაცხოვრებო ნივთები, ხანგრძლივი დროის მანძილზე, უკვალოდ იკარგებოდა და არა ერთი და ორი, არამედ მასიურად. ამ კრიმინალის შესახებ, ვერავინ ვერაფერს შეიტყობდა, რომ არა ერთი თვითმხილველი, რომელმაც დაინახა, თუ როგორ მიჰქონდა პატარა ცხოველს დიდი პირსახოცი. თავიდან, მას ეგონა, რომ ის ენოტი იყო, მაგრამ... კატა აღმოჩნდა, სახელად დასტი და ყველაფერი გაირკვა. ამჟამად, როდესაც ვინმეს რამე ეკარგება, დაზარალებულები დასტის პატრონს ურეკავენ და მომხდარის შესახებ ატყობინებენ.

კატის პატრონმა, Animal Planet არხის, Must Love Cats–ის საზოგადოებასთან ურთიერთობასთან გუნდთან ერთად, კამერები დაამონტაჟა და დასტის "ღამის ცხოვრება" დააფიქსირა.


image


ბაბუინი რკინიგზაზე ოფიციალურად მუშაობდაimage


კეიპტაუნის რკინიგზის მესიგნალე ჯეიმს უაიდერმა ორივე ფეხი დაკარგა და სამუშაოც რომ არ დაეკარგა, ასისტენტად ბაბუინი ჯეკი აიყვანა და მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ასე ასრულებდა. ჯეკს შეცდომა არასდროს დაუშვას და უფრო მეტიც, მან ტესტირება გაიარა, თანამდებობაზე ოფიციალურად აიყვანეს და ხელფასსაც კი უხდიდნენ, დღეში 20 ცენტის ოდენობით. XIX ს–ის 80–იანი წლები.
რკინიგზის ლიანდაგზე, 9 წლის მანძილზე მუშაობისას, ჯეკს შეცდომა არც ერთხელ არ დაუშვა.


P. S. კალიფორნიაში, სანტა-კრუსის ზოოპარკში სამეცნიერო ექსპერიმენტი ტარდებოდა, რომელშიც გორილა კოკო მონაწილეობდა. მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ის ადამიანების ენას ეუფლებოდა. ხოლო, ადამიანები მისგან თანაგრძნობას, სიყვარულს და ურთიერთგაგებას სწავლობდნენ. გაგრძელება >>>

imageარხის სხვა სიახლეები:


* ფაქტები ფსიქოლოგიიდან, რომელიც საკუთარი თავის და ირგვლივმყოფების გაგებაში დაგეხმარებათ

* ანეკდოტები – საახალწლო და არა მარტო...

* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 15 (25 ფოტო)

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები


0
143
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0