"აუ, ლალი, არ გინდა რა, “ნაბეღლავის" მფლობელების ხსენება, ახლობლები არიან.
-ლალ, “კოკა-კოლას'' მოსკოვში გადაზიდვის წილში ჩვენი კომპანიაც არის და გთხოვ, ნუ გვახსენებ,
- ღვინო, ხომ იცი, ყველას გაგვაქვს რუსეთში, აბა, ვის რა ჩემს ფეხებად უნდა სხვაგან, უბრალოდ შვილს გავუწიე ხათრი...
ნუ ამიფეთქეთ ტელეფონი!!!
სამშობლოს არ გინდათ გაუწიოთ ხათრი?!
თქვენ სახლები იყიდეთ მოსკოვში და პეტერბურგში, თქვენი ცოლები წაულის ქურქებში გაახვიეთ, ცა ქუდათ არ მიგაჩნიათ და დედამიწა ქალამნად!!!
რას ერჩით ხალხს?
ჩამოვთვალო, ვინ გნახეთ ''მოსკოვი-თბილისის" რეისის ბიზნეს-კლასში?
ხომ კარგად ხართ “მოსკოვებში" გამომძღარო ბიზნესმენებო? რაც უფრო მეტად დატროლავთ ხალხს, უფრო მეტად გამოგიმზეურებთ თქვენს პირდაპირ ინტერესს რუსეთთან!
შეეშვით უბრალო ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ მშვიდობა უნდათ, თორემ გავაგრძელებ სათითაოდ მოსკოვური ბიზნესების აფრიალებას!!!
ასე იცის წამხედურობამ!
ხომ მიგეწვათ ერთი ადგილი!
ამ ჩამონათვალში რომ მოხვედრილიყავით, ხომ ყარეთ ბლომად რუბლები!!!
არ დაგინდობთ!
მორჩით ხალხის გამოთაყვანებას!"წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში და იქვე მეორე პოსტს ურთავს მოკლე ვიდეოსთან ერთად:
"ეძღვნება ყველა იმ ბიზნესმენს,
ვაშლიდან დაწყებული ღვინით დამთავრებული რუსეთთან რომ ვაჭრობს,
ბანკის ფილიალებს ხსნის, სასტუმროებში, რომლის სათაო ოფისები მოსკოვშია ივენთებს ატარებს, რუსულ სუპერმარკეტებს აბევრებს კაკალ-გულ საქართველოში,
პენსიას და პრემიას რუბლებით იღებს იქით ეფესბეს ეკურკურება(აბა ისე ვინ რას შეგატანინებდათ!) და უბრალო ხალხს, რომლებსაც ომი არ უნდათ "რუსეთუმეს" ეძახის!!!!
დაგაჯდათ სიკვდილის ბუზი!
რამდენი გამოჩნდებით,
თქვენს მოსკოვის, სოჭის,
პიტერის, ობიექტს მოგიყოლებთ სოც.ქსელებში!!!
მიფრთხილდით".