ფოტოგრაფია მსოფლიოში ცნობილი 10 ფოტოგრაფი - პორტრეტისტი 2024, 23 დეკემბერი, 17:16 პორტრეტული ფოტოგრაფია არ არის იმდენად ადამიანის გადაღება, რამდენადაც მისი ემოციების და გრძნობების გადმოცემა ფოტოგრაფიის საშუალებით. ნამდვილად კარგი პორტრეტის გადასაღებად უნდა გიყვარდეთ ადამიანები, შეგეძლოს მათთან ურთიერთობა და საჭირო მომენტის დაჭერა.
წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო ფოტოგრაფს, რომლებმაც ამ საქმეში სრულყოფილებას მიაღწიეს და ქმნიან ადამიანების ყველაზე შთამბეჭდავ პორტრეტებს მთელ მსოფლიოში. სტივ მაკ-კარი სტივ მაკ-კარი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ბრწყინვალე ფოტოგრაფია. ფოტოხელოვნების ბევრი მოყვარული იცნობს მას, როგორც ერთადერთი ფოტოს „ავღანელი გოგოს“ ავტორს. თუმცა სტივის ანგარიშზე არის არა მხოლოდ National Geographic-ის ყველაზე ცნობადი გარეკანი, არამედ ასობით სხვა მომხიბლავი ფოტო, ათზე მეტი გამოქვეყნებული წიგნი და უთვალავი გამოფენა მთელ მსოფლიოში. ლი ჯეფრისი ერთ დღეს, როდესაც ჯეფრისი მარათონის გადაღებამდე ლონდონის ქუჩებში სეირნობდა, უსახლკარო გოგომ მისი ყურადღება მიიპყრო. ფოტოს გადაღება შეუმჩნევლად უნდოდა, მაგრამ გოგომ დაინახა და ყვირილი დაიწყო. ჯეფრისმა გაქცევის ნაცვლად ქუჩა გადაკვეთა, დაელაპარაკა და კიდევ რამდენიმე კადრი გადაიღო. დღეს უსახლკარო ადამიანების მისი ფოტოები მთელ მსოფლიოში ცნობილია. ჯიმი ნელსონი ფოტოგრაფი ჯიმი ნელსონი მოგზაურობს მთელ მსოფლიოში. ეცნობა პატარა ერების წარმომადგენლებს და მათ ყოველდღიურობაზე საოცარ ფოტოჩანახატებს აკეთებს. მისი პროექტი „სანამ ისინი გამქრალან“ ავლენს კულტურის და ეროვნების მრავალფეროვნებას, რომლის შესახებაც ბევრს არც კი სმენია. რეანი ფრანგი თვითნასწავლი ფოტოგრაფი რეანი ცნობილია რაჯასტანის და კუბის ხალხის პორტრეტებით, მაგრამ მისი ყველაზე დიდი გატაცება არის ხალხი ვიეტნამიდან. „ვიეტნამი სამოთხეა ფოტოგრაფებისთვის. უსაფრთხო ქვეყანა, განსაკუთრებული სინათლე და 54 ეთნიკური ჯგუფი, რომელთაც მნიშვნელოვანი განსხვავებები აქვთ“ - ამბობს რეანი. ეჭვგარეშეა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პორტრეტისტია. ერიკ ლაფორგი ფოტოგრაფი ერიკ ლაფორგი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს, იღებს რეპორტაჟებს პოპულარული ტურისტული ჟურნალებისთვის და გზად აგროვებს ფოტოებს კოლექციისთვის „დედამიწის სახეები“. მისი ისტორიები გადაღებული ხალხის შესახებ შთამბეჭდავია, ხოლო პორტრეტები რეალურ ემოციებს ასახავს. მანი ლიბროდო მოგზაურობის დროს მანი ლიბროდო ყველაზე სხვადასხვა სახეებს შეხვდა. ფერების ამბოხმა და ამაღელვებელმა მომენტებმა იმდენად გააოცა, რომ გადაწყვიტა ყველასთვის გაეზიარებინა ისინი, კამერაზე აღბეჭდვით. ფოტოები არ მოგვითხრობს მხოლოდ ამბებს, არამედ ნამდვილი შედევრებია. ლიზა ქრისტინე ფოტოგრაფი ლიზა ქრისტინე მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და აფიქსირებს თანამედროვე მონობის აუტანელ სასტიკ პირობებს. მაყურებელს უჩვენებს კონგოელი მაღაროელების, ნეპალის კალატოზების და მსოფლიოს 27 მილიონი დამონებული ღარიბი ხალხის ამაღელვებელ ფოტოებს. დავით ლაზარი დავით ლაზარის არის მოგზაური ფოტოგრაფი ბრისბენიდან. ყოველთვის ცდილობს აღბეჭდოს ცხოვრების ყველაზე კაშკაშა მომენტები, ხოლო მისი საყვარელი გადასაღები ადგილია ბრაზილია. 2014 წელს Garuda Airways-ის გამარჯვებული გახდა კატეგორიაში „კულტურა“. ჯოელ სანტოსი ფოტოგრაფი ჯოელ სანტოსი ოსტატურად ახერხებს გმირების ყველა გრძნობის გადმოცემას. რჩება შთაბეჭდილება, ადამიანი პორტრეტზე ახლა გააგრძელებს ლაპარაკს ან ამოძრავდება. ფილ ბორჯესი ფილ ბორჯესი მხოლოდ ადამიანებს უღებს ფოტოებს. სწავლობს გადაშენების პირას მყოფი ხალხების კულტურას. მის ფოტოებზე ვხედავთ იმ სამყაროს მცხოვრებლებს, რომელთა მიმართაც ტრადიციულად ვიყენებთ კლიშეებს „მესამე სამყაროს ქვეყნები“, „პატარა ერები“ „დაუცველები“ ან უბრალოდ „განვითარებადი სახელმწიფოები“. ტიბეტელი ლტოლვილების მისი ფოტოები უნიკალურია და მსოფლიოს თვალს უხელს არსებულ პრობლემებზე. ასევე დაგაინტერესებთ: წინაპრების სული - პაპუას ტომი მურავს ბელადების მუმიებს, რათა თაობებს შეუნარჩუნონ მისტიკური ლამაზმანები პოლონელი მხატვრის კაროლ ბაკის ნახატებში უძველესი ისტორია ქართველი მხატვრის ბრუნო ვეფხვაძის წარმოუდგენელ ნახატებში ესპანელი მხატვრის 15 რომანტიკული ნახატი, რომელიც ინტიმის მოპარულ მომენტებს ხატავს აღმოსავლეთის სული, ვნება და პაპანაქება ადამ სტიკას, „მზის სხივების ოსტატის“ ნახატებში 119 შეფასება არ არის |