x
image
Yoona
Mediator image
მსოფლიოში ცნობილი 10 ფოტოგრაფი - პორტრეტისტი
პორტრეტული ფოტოგრაფია არ არის იმდენად ადამიანის გადაღება, რამდენადაც მისი ემოციების და გრძნობების გადმოცემა ფოტოგრაფიის საშუალებით. ნამდვილად კარგი პორტრეტის გადასაღებად უნდა გიყვარდეთ ადამიანები, შეგეძლოს მათთან ურთიერთობა და საჭირო მომენტის დაჭერა.



image



წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო ფოტოგრაფს, რომლებმაც ამ საქმეში სრულყოფილებას მიაღწიეს და ქმნიან ადამიანების ყველაზე შთამბეჭდავ პორტრეტებს მთელ მსოფლიოში.



სტივ მაკ-კარი

image




სტივ მაკ-კარი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ბრწყინვალე ფოტოგრაფია. ფოტოხელოვნების ბევრი მოყვარული იცნობს მას, როგორც ერთადერთი ფოტოს „ავღანელი გოგოს“ ავტორს.



image



თუმცა სტივის ანგარიშზე არის არა მხოლოდ National Geographic-ის ყველაზე ცნობადი გარეკანი, არამედ ასობით სხვა მომხიბლავი ფოტო, ათზე მეტი გამოქვეყნებული წიგნი და უთვალავი გამოფენა მთელ მსოფლიოში.



image



ლი ჯეფრისი

image



ერთ დღეს, როდესაც ჯეფრისი მარათონის გადაღებამდე ლონდონის ქუჩებში სეირნობდა, უსახლკარო გოგომ მისი ყურადღება მიიპყრო. ფოტოს გადაღება შეუმჩნევლად უნდოდა, მაგრამ გოგომ დაინახა და ყვირილი დაიწყო. ჯეფრისმა გაქცევის ნაცვლად ქუჩა გადაკვეთა, დაელაპარაკა და კიდევ რამდენიმე კადრი გადაიღო.



image



დღეს უსახლკარო ადამიანების მისი ფოტოები მთელ მსოფლიოში ცნობილია.



image



ჯიმი ნელსონი

image



ფოტოგრაფი ჯიმი ნელსონი მოგზაურობს მთელ მსოფლიოში. ეცნობა პატარა ერების წარმომადგენლებს და მათ ყოველდღიურობაზე საოცარ ფოტოჩანახატებს აკეთებს.



image



image



მისი პროექტი „სანამ ისინი გამქრალან“ ავლენს კულტურის და ეროვნების მრავალფეროვნებას, რომლის შესახებაც ბევრს არც კი სმენია.



რეანი

image



ფრანგი თვითნასწავლი ფოტოგრაფი რეანი ცნობილია რაჯასტანის და კუბის ხალხის პორტრეტებით, მაგრამ მისი ყველაზე დიდი გატაცება არის ხალხი ვიეტნამიდან.



image



„ვიეტნამი სამოთხეა ფოტოგრაფებისთვის. უსაფრთხო ქვეყანა, განსაკუთრებული სინათლე და 54 ეთნიკური ჯგუფი, რომელთაც მნიშვნელოვანი განსხვავებები აქვთ“ - ამბობს რეანი.



image



ეჭვგარეშეა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პორტრეტისტია.



ერიკ ლაფორგი

image



ფოტოგრაფი ერიკ ლაფორგი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს, იღებს რეპორტაჟებს პოპულარული ტურისტული ჟურნალებისთვის და გზად აგროვებს ფოტოებს კოლექციისთვის „დედამიწის სახეები“.



image



მისი ისტორიები გადაღებული ხალხის შესახებ შთამბეჭდავია, ხოლო პორტრეტები რეალურ ემოციებს ასახავს.



image



მანი ლიბროდო

image



მოგზაურობის დროს მანი ლიბროდო ყველაზე სხვადასხვა სახეებს შეხვდა.



image



ფერების ამბოხმა და ამაღელვებელმა მომენტებმა იმდენად გააოცა, რომ გადაწყვიტა ყველასთვის გაეზიარებინა ისინი, კამერაზე აღბეჭდვით.



image



ფოტოები არ მოგვითხრობს მხოლოდ ამბებს, არამედ ნამდვილი შედევრებია.



ლიზა ქრისტინე

image



ფოტოგრაფი ლიზა ქრისტინე მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და აფიქსირებს თანამედროვე მონობის აუტანელ სასტიკ პირობებს.



image



მაყურებელს უჩვენებს კონგოელი მაღაროელების, ნეპალის კალატოზების და მსოფლიოს 27 მილიონი დამონებული ღარიბი ხალხის ამაღელვებელ ფოტოებს.



image



დავით ლაზარი

image



დავით ლაზარის არის მოგზაური ფოტოგრაფი ბრისბენიდან.



image



ყოველთვის ცდილობს აღბეჭდოს ცხოვრების ყველაზე კაშკაშა მომენტები, ხოლო მისი საყვარელი გადასაღები ადგილია ბრაზილია.



image



2014 წელს Garuda Airways-ის გამარჯვებული გახდა კატეგორიაში „კულტურა“.



ჯოელ სანტოსი

image



ფოტოგრაფი ჯოელ სანტოსი ოსტატურად ახერხებს გმირების ყველა გრძნობის გადმოცემას.



image



image



რჩება შთაბეჭდილება, ადამიანი პორტრეტზე ახლა გააგრძელებს ლაპარაკს ან ამოძრავდება.



ფილ ბორჯესი

image



ფილ ბორჯესი მხოლოდ ადამიანებს უღებს ფოტოებს. სწავლობს გადაშენების პირას მყოფი ხალხების კულტურას.



image



მის ფოტოებზე ვხედავთ იმ სამყაროს მცხოვრებლებს, რომელთა მიმართაც ტრადიციულად ვიყენებთ კლიშეებს „მესამე სამყაროს ქვეყნები“, „პატარა ერები“ „დაუცველები“ ან უბრალოდ „განვითარებადი სახელმწიფოები“.



image



ტიბეტელი ლტოლვილების მისი ფოტოები უნიკალურია და მსოფლიოს თვალს უხელს არსებულ პრობლემებზე.



ასევე დაგაინტერესებთ:

წინაპრების სული - პაპუას ტომი მურავს ბელადების მუმიებს, რათა თაობებს შეუნარჩუნონ

მისტიკური ლამაზმანები პოლონელი მხატვრის კაროლ ბაკის ნახატებში

უძველესი ისტორია ქართველი მხატვრის ბრუნო ვეფხვაძის წარმოუდგენელ ნახატებში

ესპანელი მხატვრის 15 რომანტიკული ნახატი, რომელიც ინტიმის მოპარულ მომენტებს ხატავს

აღმოსავლეთის სული, ვნება და პაპანაქება ადამ სტიკას, „მზის სხივების ოსტატის“ ნახატებში


0
119
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
119