სიახლეები სანქციების მიუხედავად,გერმანიაში ახალთახალი "ნივები" იყიდება 23 დეკემბერი, 15:34
სანქციების და რთული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად ევროპასა თუ რუსეთში, პარალელურად ტოლიატის ბიუჯეტური ყველანმავალი გერმანიაში იყიდება. Niva-ზე მოთხოვნა დასავლეთში და კერძოდ გერმანიაში დიდი ხანია ჩამოყალიბდა .
გერმანელებისთვის სხვადასხვა მიზეზების გამო ამ მანქანას აშკარად დადებითი იმიჯი აქვს, იაფი, გამძლე, მძლავრი და კონკურენტუნარიანი შესაბამის უცხოურ ანალოგებთან, რომელიც გაცილებით უფრო ძვირი ღირს. Auto.Mail პორტალმა ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ გერმანიაში იყიდება ახალი 2024 წლის Lada Niva Legend-ები. მანქანების იმპორტი ხდება საკუთარი ინიციატივით, მწარმოებლი-კომპანიის სანქციების გარეშე, ხოლო გამყიდველები არიან კერძო პირები. ერთ-ერთმა გამყიდველს ჰორგაუში (ბავარია) ფასი-20 ათასი ევრო დაუდია ბევრად უფრო განახლებულ Niva-სთვის ამ თანხის გადახდის სანაცვლოდ კლიენტი იღებს სამკარიან " ნივას" სტანდარტული "ვაზის"ევროხუთი ძრავით და მექანიკური გადაცემათა კოლოფით. აღჭურვილობაში შედის ABS, მძღოლის გვერდითი აირბაგი, საჭის ჰიდრო გამაძლიერებელი, კონდიციონერი, წინა ელექტრო შუშები, უკანა შუშის გათბობა, სავარძლების გათბობა, გარე ანტენა, ფოლადის დისკები ყველა სეზონის საბურავებით. ასევე წინა სავარძლების თავის მისადები, უსაფრთხოების გვერდითი აირბაგი და სრული ზომის სათადარიგო საბურავი. შეღებილია მეტალიკის საღებავით. მანქანა არის ყოველგვარი მოდიფიკაციის გარეშე, გარდა იმისა, რომ დისკებზე პლასტმასის ხუფები აქვს მიყენებული. სხვათა შორის ძველი "ნივებიც" აქტიურად იყიდება გერმანიაში. გერმანულ გაყიდვების საიტზე Mobile.De-ზე თუ შეიხედავთ, "ნივები" უხვად შეგხვდებათ. 361 3-ს მოსწონს
|