x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
16 ზომის მკერდის მქონე გოგონამ თქვა,თუ რატომ ერიდებიან მას სხვა ქალები
image

10 წლის წინ ლეილა კინგი სერიოზულად ფიქრობდა მკერდის დაპატარავებაზე, მაგრამ ქირურგთან კონსულტაციის შემდეგ გადაიფიქრა. დროთა განმავლობაში მან მოახერხა საკუთარი თავის შეყვარება, ისეთი, როგორიც არის.



სამი შვილის დედა, ლეილა კინგი არის ტორონტოდან, კანადა და აქვს 16 ზომის მკერდი. ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ გოგონას ინსტაგრამზე* თითქმის 747 ათასი გამომწერი ჰყავს, ხოლო TikTok-ზე დაახლოებით 100 ათასი. თავის ვიდეოებში ის არა მხოლოდ აჩვენებს ყველაფერს, რამაც ბუნებამ გულუხვად დააჯილდოვა, არამედ უზიარებს მომხმარებლებს ამბებს იმის შესახებ, თუ როგორია ასეთი მკერდით ცხოვრება.


27 წლის ლეილამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სკოლაში სადაც მისი შვილები სწავლობენ, როგორ შეარცხვინა მასწავლებელმა იმის გამო, რომ ბიუსტჰალტერი არ ეცვა.



"ერთ დღეს ბავშვები მივიყვანე სკოლაში და იქ დამხვდა ამპარტავანი მასწავლებელი, რომელმაც ცხვირაბზუებულმა თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა. მე ყურადღება არ მივაქციე, მან კი მითხრა, იქნებ გადამეხედა ჩემი ჩაცმულობისთვის. მან ჩათვალა, რომ არასათანადოდ გამოვიყურებოდი. მხოლოდ მაისური და ლეგინსები მეცვა - რომელიც სხვა დედების 99 პროცენტს აცვია, ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ბიუსტჰალტერი არ მეკეთა, მისთვის "შეუფერებელი"იყო, მას შემდეგ ის აღარ მინახავს, ”- აღიარა მან.


საპასუხოდ ლეილა ამბობს, რომ არ აპირებს ბიუსტჰალტერის ტარებას სხვისი შეხედულებების მოსაწონად.

image

გარდა ამისა, გოგონა, რომლის სიმაღლეა 161, 5 სმ, ამბობს, რომ სხვა ქალები მას გაურბიან და ეშინიათ, რომ „შეიძლება მათ ქმრები წავართვა“.


"ჩემი მკერდი ყოველდღიურად დიდ ყურადღებას იპყრობს. ადამიანები ჩვეულებრივ არაფერს ამბობენ, მაგრამ მათ მზერას ვგრძნობ. ისინი მიყურებენ, რადგან ის ძალიან დიდია. ალბათ ფიქრობთ, რომ სხვა დედები მიხვდებიან, რამდენად არასასიამოვნოა ბიუსტჰალტერის ტარება. მაგრამ შესაძლოა, უბრალოდ ეჭვიანობენ და ღელავენ, რომ მე მათ ქმრებს წავართმევ, ცხადია, მე საერთოდ არ ვნადირობ მათზე, თუ ასე ძალიან წუხან, დამალონ თავიანთი ქმრები."-აღნიშნა ლეილამ და დასძინა:

"თუ ასე შეურაცხმყოფელია მათთვის, რომ ბიუსტჰალტერს არ ვატარებ, ეს მათი პრობლემაა და არა ჩემი."

image

ბავშვობიდანვე დიდი მკერდი პრობლემას უქმნიდა.


"მეშვიდე კლასში წლის ბოლომდე A ზომიდან დიდ C ზომაზე გადავედი. ბავშვობაში ეს იყო უკანასკნელი რაც მინდოდა. უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, ბრტყელი მკერდი რომ მქონდეს. ხალხი ყოველთვის დამცინოდა, რადგან ეგონათ, რომ ჩემს ბიუსტჰალტერში ბამბას ვტენიდი, ეს ძირითადად გოგონები იყვნენ, ” იხსენებს ის.


მეცხრე კლასში სწავლის დროს მას უკვე E ზომა ჰქონდა. მას არ შეეძლო სასურველ ბიუსტჰალტერის ან სამოსის ტარება, ამასთანავე ბიუსტჰალტერები ძალიან ძვირი ღირდა.


"მიჭირდა მოდური ტანსაცმლის შოვნა, რომელიც კარგად მომერგებოდა. თინეიჯერობისას პატარა წელი მქონდა, მაგრამ დიდი მკერდის გამო უფრო დიდი ზომის ყიდვა მიწევდა. ვყიდულობდი დიდს ან ზედმეტად დიდ ზომას, ეს იყო კომპლექსი, რაც თვიშეფასებაზე მოქმედებდა" - განაგრძო მან. ლეილა.


როცა 18 წლის იყო, მკერდის დაპატარავება სურდა და ქირურგთანაც კი წავიდა, მაგრამ ოპერაციის გაკეთება არასოდეს გადაუწყვეტია.

image

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლეილამ ისწავლა საკუთარი მკერდის სიყვარული. ახლა ფულს შოულობს OnlyFans-ის მეშვეობით და ბედნიერია ურთიერთობაშია.


"ჩემი პარტნიორი მხარს უჭერს იმას, რასაც მე ვაკეთებ - ის ჩემი მკერდის დიდი თაყვანისმცმელია", - დაასკვნა მან.

image

0
76
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0