x
image
თამილა გურაშვილი
ვანგამ თქვა, რომ სირიის დაცემის შემდეგ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება
image
ცნობილმა ნათელმხილველმა ვანგამ იწინასწარმეტყველა სირიის დაცემა. 1979 წლის მაისში ნათელმხილველმა თქვა, რომ დამასკოში ძალაუფლების შეიარაღებული ცვლილება მთელ მსოფლიოს უამრავ მწუხარებას მოუტანს. ყველასთვის ნამდვილად რთული მომენტები დადგება.



ბრმა მხილველ ვანგას, რომელსაც ბევრი ბალტიისპირეთის ქვეყნების ნოსტრადამუსს უწოდებს, ჰქონდა რამდენიმე საგანგაშო გაფრთხილება მესამე მსოფლიო ომის შესახებ. რაც ყველაზე საინტერესოა, ბევრი ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენები ემთხვევა ვანგას წინასწარმეტყველებას.



მისმა პროგნოზებმა ახლო აღმოსავლეთში მიიპყრო ყურადღება მოვლენების პროგნოზირების ძალიან მაღალი სიზუსტის გამო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტრაგიკულ მოვლენებზე მისი პროგნოზები მთელს მსოფლიოში ახდა საგანგაშო მაჩვენებლით- 85%-ით.



"როგორც კი სირია დაეცემა, მოსალოდნელია დიდი ომი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის"- ამბობდა ვანგა. მისი პროგნოზით დიდი ომი დაიწყება გაზაფხულზე. ის გვაფრთხილებს, რომ მას შეუძლია გაანადგუროს მთელი დასავლური სამყარო - "გაზაფხულზე დაიწყება ომი აღმოსავლეთში და იქნება მესამე მსოფლიო ომი. აღმოსავლეთი გაანადგურებს დასავლეთს“.




ვანგას ეს სიტყვები შეადარეს მიმდინარე მოვლენებს - ბაშარ ალ-ასადის გაქცევა მოსკოვში, სირიის კონტროლის გადაცემა მეამბოხე ჯგუფებისთვის.

„სირია გამარჯვებულის ფეხებთან დაეცემა, მაგრამ გამარჯვებული ის არ იქნება“- თქვა მან.


ვანგას კიდევ ერთი საინტერესო პროგნოზი ეხებოდა კაცს, სახელად ვლადიმერს - ”ყველაფერი ყინულივით დნება, მხოლოდ ერთი რამ დარჩება ხელუხლებელი - ვლადიმერის დიდება”. ბევრი ამ სიტყვებს ვლადიმერ პუტინს და უკრაინის მოვლენებს უკავშირებს.




თავის დროს ვანგამ იწინასწარმეტყველა მრავალი კატასტროფა მთელს მსოფლიოში - ჩერნობილის ავარია, სსრკ-ს დაშლა, სტალინის სიკვდილი, 2004 წელს ინდოეთის ოკეანეში დამანგრეველი ცუნამი.


”საშინელება, საშინელება, ფოლადის ჩიტების ამერიკელი ძმებზე თავდასხმის შემდეგ უდანაშაულო სისხლი დაიღვრება” -თქვაა ვანგამ შეერთებულ შტატებში 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ.



ნათელმხილველმა 2024 წელს უწოდა აპოკალიფსის დასაწყისს, რომელიც გამოწვეულია მთელს მსოფლიოში არაერთი გარეგანი მოვლენით. ეს ასევე დაკავშირებულია ახლო აღმოსავლეთის მოვლენებთან, ისრაელის ომთან და უკრაინის ომთან.


მან ასევე იწინასწარმეტყველა, რომ 2025 წელს ევროპაში სასიკვდილო ომი დაიწყება, რომელიც ევროპას დაანგრევს და დიდი კონფლიქტის გამო ბევრი ადამიანი დაიღუპება.


მისი ყველაზე საშინელი გაფრთხილება თარიღდება 5079 წლით - მან თქვა, რომ სამყარო ამ წელს "სრულიად დაიღუპება".



0
89
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0