x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ქოცებო! ეხლა ჩამოვედი ამერიკდან და ცუდი ამბავი ჩამოგიტანეთ“ - პაატა ბურჭულაძე
image

.

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, სააკაშვილის მხარდამჭერი, მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში მოქმედ ხელისუფლებას კრიტიკულად მიმართავს.

,



“გომელაური, ეს სიმპატიური და ხალხისთვის მისაღები ადამიანი, თვალსა და ხელს შორის ჩამოყალიბდა თანამედროეობის სასტიკ ჯალათად, რომელმაც დაასახიჩრა და დააპატიმრა საქართველოს ასობით პატრიოტი მოქალაქე. ასე იცის ივანიშვილის დამონებამ. მზად იყავით დანარჩენებიც! ბიძინა ყველას შეგახოცავთ ხელს!

საზვარგარეთის სანქციები არაფრად მოგეჩვენებათ იმ სანქციასთან შედარებით, რასაც ქართველი ხალხი გიმზადებთ!!!

.

P.S. ქოცებო!ეხლა ჩამოვედი ამერიკდან და ცუდი ამბავი ჩამოგიტანეთ: ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს ხალხს დაუდგება გვერთით და არა თქვენ, როგორც ბიძინა გეუბნებათ. ასე, რომ 20 იანვრამდე ატყუეთ თქვენი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები და მერე მათაც აეხილებათ თვალები". -- წერს პაატა ბურჭულაძე.

.

ტრამპის შესაძლო "განაცებაზე" საუბრობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილიც.

.

“ტრამპის განაცებამდე ზუსტად ერთი თვე დარჩა…” - აღნიშნავს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.'

.

უფლებადამცვლელი ნანა კაკაბაძე საპროტესტო აქციებს აშარჟებს და თავისეულ სიას აქვეყნებს:


“თბილისი – მარშების ქალაქი

მეგობრებო, ოპოზიციამ მიზნად დაისახა მოაწყოს მარშების ერთთვიური და სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად შედგენილ იქნა სხვადასხვა კატეგორიის, ჯგუფების და სოციალური ინტერესების ადამიანებისაგან შემდგარი საპროტესტო ყოველდღიური მარშების გრაფიკი, რომელიც ასე გამოიყურება:

.

2024 წელი:

17 დეკემბერი- დემენცია გადატანილების მარში

18 დეკემბერი – ყოფილი პრეზიდენტების მარში

19 დეკემბერი – მიშას ცოლების მარში

20 დეკემბერი – მიშას მასაჟისტების მარში

21 დეკემბერი – “შუბლისძარღვგაწყვეტილთა” გნიასი მარშით

22 დეკემბერი – სიძე-სიდედრების მარში

23 დეკემბერი – “მჩხიბავების” მარში

24 დეკემბერი- “მარკშეიდერების” მარში

25 დეკემბერი- “ომამდე ტანკისტების” მარში

26 დეკემბერი – დეიდაშვილ-მამიდაშვილ-ბიძაშვილების მარში

27 დეკემბერი – “შარვალჩახდილების” მარში

28 დეკემბერი – რძალ-დედამთილების მარში

29 დეკემბერი – სიძეებზე გაბრაზებული სიდედრების მარში

30 დეკემბერი – რძლებზე გაბრაზებული დედამთილების მარში

31 დეკემბერი – “ვინც დედამ დაწყევლათა” მარში

2025 წელი:

1 იანვარი – ღამენათევების მარში

2 იანვარი – პახმელიაზე მყოფების მარში

3 იანვარი გათხოვილი კაცების მარში

4 იანვარი – ქვრივების მარში

5 იანვარი- გასათხოვარი კაცების მარში

6 იანვარი – ბერბიჭების მარში

7 იანვარი – ნაძვისხის ანთების მოწინააღმდეგეების მარში

8 იანვარი – ძველი ბიჭების მარში

9 იანვარი – ბიძია ბაბუების მარში

10 იანვარი – “ნიადერტანელების” მარში

11 იანვარი – მესაფლავეების მარში

12 იანვარი – ტყუპი ძმების მარში

13 იანვარი – მრავალშვილიანების მარში

14 იანვარი – უშვილოების მარში

15 იანვარი – გინეკოლოგების მარში

16 იანვარი – გვარგადაკეთებული პატრიოტების მარში

17 იანვარი – მჩხიბავ-მკითხავების მარში

18 იანვარი – ილუზიონისტების მარში

19 იანვარი – მესაქონლეების მარში

20 იანვარი – ლუდის მოყვარუთა მარში

21 იანვარი – სასოწარკვეთილებისგან გამოქლიავებულების მარში

აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს საქართველოში უკვე 21 იანვარი იქნება და ბოლო მარში თბილისში ამ დღეს ჩატარდება. ამის შემდეგ ოპოზიცია გადაწყვეტს, გააგრძელოს მარშები თუ პროტესტის სხვა ფორმებს მიმართოს.”

.


4
813
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
813
  
2024, 23 დეკემბერი, 13:29
ტიპს ფული აქვს და გამჩენი მაინც არ აჩერებს,
ჯერ პოლიტიკაში შევარდა, რომ ნახა რა შარშიც გაყო თვი უკანვე გამოვარდა. მოკლედ ისეა ამ კაცის საქმე არც ზევით იღებენ და არც ქვევით და გამწარებული როშავს ასეთ უაზრობებს.
2024, 23 დეკემბერი, 8:21
*ლე გამიგია,მარა ტენორი *ლე არა. ბურჭულაძემ მოახერხა და გახდა პირველი სამში თამამი ტენორი. თან რისთვის არის გამწარებული,"იავნანას" ფონდიდან ფულის მოპარვის პონტი ჩაუგდეს და ამიტომ გამწარდა. მერე სურდა,წავალ პოლიტიკაში და პოლიტპატიმარი გავხდებიო,მარა ყველამ იცის რა კაციც არის პატიკო,ვის დააჯერებ ამის პოლიტპატიმრობას.
2024, 22 დეკემბერი, 12:16
ბურჭულაძეს მეტროპოლიტენ სკვერ გარდენში არიის შესრულება ხომ არ ჰგონია ტრამპის გეგმები? :))
გია ხუხაშვილი ისეთი ექსპერტია, როგორი ბუდისტიც მე ვარ. უმადური არაკაცი, რომელიც ივანიშვილის ნაჩუქარ ბინაში ცხოვრობს და მას ლანძღავს.
არ დაშოშმინდებით და ნაცების სახელს დავავიწყებთ საქართველოს, ისეთ მარშს მოვაწყობთ საქართველოს ნაღდი გულშემატკივრები, ოღონდ მეგრელების, გურულები, სვენები და ასე შემდეგ მარში კი არ იქნება ერთიანი საქართველოს ქართველთა მარში, რომელიც ისტორიის სანაგვეზე მოისვრის ომის პარტიებსაც და ზოგადად ნაცებსაც.
2024, 22 დეკემბერი, 3:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4