საზოგადოება "მივმართავ ტელევიზიებს"-ლალი მოროშკინა დღეს, 17:15 "მივმართავ ტელევიზიებს! სად არის სიუჟეტები საავადმყოფოებიდან სადაც ჩვენი გმირი პოლიციელები დღემდე მკურნალობენ?
სად არის მათი და მათი ოჯახების წუხილზე გადაცემები?
ვინ გვიყვება რა გადაიტანეს იმ ავად სახსენებელ დღეებში ბიჭებმა მომიტინგე აგრესორებისგან!
სად არის კადრები, როგორ ხვდებიან საავადმყოფოებთან ცოლები კიდურებ დასახიჩრებულ პოლიციელებს!
სად არის ხელებაკანკალებული დედის და თვალებდათხრილი სპეცრაზმელის შეხვედრის სცენა?
პატარა ქალაქია და ყველამ კარგად ვიცით რა შეურაცხყოფა და დამცირება აიტანეს ტიტანური თავშეკავებით!
სად არის სიუჟეტები პოლიციელებზე, რომლებმაც ჯერ ძმათამკვლელი,
მერე კი კავკასიის ომი აგვაცილეს?!
მადლობა ვახტანგ გომელაურს, გრიგოლ ლილუაშვილს და სრულიად ძალოვან სტრუქტურებს!
მორჩა კინო!"-წერს სოციალურ ქსელში ფილოლოგი და კონფლიქტოლოგი ლალი მოროშკინა.
შსს-ს განცხადებით, აქციებზე ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 171 თანამშრომელი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილმა მიიღო სხვადასხვა მძიმე დაზიანება, კერძოდ: 10-მდე პოლიციელს დასჭირდა რთული ქირურგიული ჩარევა, 40-მდე სამართალდამცველმა აქციის წევრების მიერ ნასროლი ქვების მოხვედრის შედეგად, სახის, თავისა და თვალის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 60-მდე თანამშრომელმა პიროტექნიკის მოხვედრის შედეგად მიიღო სახის, კიდურებისა და სხეულის მრავლობითი დამწვრობა, ერთ მოსამსახურეს კი, პიროტექნიკის მოხვედრით გამოწვეული დაზიანების შედეგად, მნიშვნელოვნად დაუქვეითდა სმენა.
სხვათა შორის "იმედის" ტელევიზიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ვიდეოკოლაჟი, სადაც მომიტინგეების მხრიდან აგრესია არის ასახული.
152 2-ს მოსწონს
|