საქართველო "ქოცებო, ეს არის ბლეფი! თქვენს გასაბრიყვებლად"- რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი 21 დეკემბერი, 9:25 "ფედერალისტების" ერთ - ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაკავშირებით გაკეთებულ ირაკლი კობახიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ოცნების" პრემიერ-მინისტრს სიცრუეში ამხელს:"ქოცებო, ეს არის ბლეფი!თქვენს გასაბრიყვებლად და მორევში ჩასათრევად მოგონილი ბლეფი!ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია არავის შეუმსუბუქებს ყოფას, ვინც ჰეზბოლას ლიდერებთან ერთად დადის სატირალში ირანში და ჩინეთს წარმოაჩენს ამერიკის ალტერნატივად (რუსეთს რომ სულ თავი დავანებოთ)."- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში."რისკები, ბუნებრივია რჩება, შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი "დიფ სტეიტის" და არაფორმალური გავლენების დამარცხებას, ეს გამოჩნდება უკვე 20 იანვრის შემდეგ, " - განაცხადა კობახიძემ.მისი თქმით, ყველაზე ნათლად საქართველოს მაგალითზე გამოჩნდება, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია რამდენად შეძლებს "დიფ სტეიტის" და არაფორმალური გავლენების დამარცხებას, რაც, თავის მხრივ, მსოფლიოში მშვიდობის დასადგურებას შეუწყობს ხელს.299 შეფასება არ არის |