საქართველო
"დღევანდელი ბაქი-ბუქის რეალური მიზეზი ესაა.........."- რას წერს გია ხუხაშვილი
გუშინ, 15:41
პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ სალომე ზურაბიშვილის საშესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"ბიძინას ტრაგი-კომიკური ავატარის, კობახიძის დღევანდელი ბაქი-ბუქის რეალური მიზეზი ისევ და ისევ ისტერიკამდე მისული შიშის გადაფარვა და სისტემის მდგრადობის დემონსტრირების მცდელობა იყო, მეტი არაფერი.
აი, ისე მაგრად ვდგავართ ფეხზე, რომ სალომესაც კი დავიჭერთ, რამე რომ იყოსო…ამ დროს, განაჩენი გამოტანილია და კი არ დგანან, უკვე ისტორიის “პარაშასთან” ზიან…სისტემის დიდმა ნაწილმა ეს ზუსტად იცის…"- ვკითხულობთ გია ხუხაშვილის პოსტში.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დეკემბრის პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ისაუბრა. კობახიძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენცია “ფანჩატურად აქცია” და რომ 29 დეკემბრის შემდეგ ის შესაძლოა ციხეშიც კი მოხვდეს.
კობახიძე ამბობს, რომ თუ ის პრეზიდენტის რეზიდენციაში გამაგრდა, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. "72 წლის ქალის ციხეში გაშვება, შესაძლოა, არავის მოუნდეს, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება, " - განაცხადა კობახიძემ და იქვე დასძინა, - "ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გარეთ. მგონია, მას ეყოფა გონიერება, არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები".