x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რჩება ბოლო გზა........"- რას წერს გია ხუხაშვილი

image


პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება და წერს:


"იმ ტიპის კვაზი-დემოკრატიული მმართველობითი სისტემების სიცოცხლისუნარიანობა და სტაბილურობა, დომინანტური პარტიით და ფასადური ოპოზიციით, რასაც ივანიშვილი აშენებს, როგორც წესი, უზრუნველყოფილია გარკვეული შიდა უშრეტი მატერიალური რესურსებით, რაც კვებავს სისტემას და რის მიმართ ინტერესის გამოც გარე სამყარო მზად არის თვალი დახუჭოს ძალაუფლების უზურპაციასა და საზოგადოების მიმართ ძალადობაზე.


მაგალითებს არ მოვიყვან – ბევრი ასეთი სახელმწიფო ვიცით.


თუ ასეთი რესურსი არ არსებობს, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაში ხდება, რჩება ორი გზა:


– ტოტალიტარიზმისკენ სვლა, ფსევდო-იდეოლოგიური, ყოვლისმომცველი პროპაგანდისტული შეფუთვით, რასაც უცილებელი იზოლაციონიზმისკენ მიყავს ქვეყანა, მზარდი სოციალური პრობლემებით. ამ მოდელში, სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ხდება საყოველთაო მილიტარიზაცია.


– უფრო დიდ ანალოგიურ სისტემაში ინტეგრაცია. ჩვენს შემთხვევაში ეს არის რუსეთის იმპერია, ან ნაკლებად სავარაუდო ე.წ. “3+3” ფორმატი ერთის ნაცვლად სამი რეგიონული იმპერიის დომინაციით. ასეთი სისტემების სტაბილურობის უზრუნველყოფა ხდება კურუმპირებული პოლიტიკური ელიტის და ღატაკი, ადვილად მანიპულირებადი მოსახლეობის მოდელით.


ჩვენ არ გვაქვს რესურსები, პირველი მოდელი ვაშენოთ. არ გვაქვს მილიტარიზაციის რესურსი. ე.ი. რჩება ბოლო გზა, საითაც ისტორიულ კანონზომიერებას მივყავართ, მიუხედავად იმისა, თუ რას გვეუბნება ხელისუფალი…"-ვკითხულობთ გია ხუხაშვილის პოსტში.







0
408
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
408