x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ქოცებო, ეს არის ბლეფი! თქვენს გასაბრიყვებლად"- რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ფედერალისტების" ერთ - ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაკავშირებით გაკეთებულ ირაკლი კობახიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ოცნების" პრემიერ-მინისტრს სიცრუეში ამხელს:


"ქოცებო, ეს არის ბლეფი!



თქვენს გასაბრიყვებლად და მორევში ჩასათრევად მოგონილი ბლეფი!



ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია არავის შეუმსუბუქებს ყოფას, ვინც ჰეზბოლას ლიდერებთან ერთად დადის სატირალში ირანში და ჩინეთს წარმოაჩენს ამერიკის ალტერნატივად (რუსეთს რომ სულ თავი დავანებოთ)."- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.


image


"რისკები, ბუნებრივია რჩება, შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი "დიფ სტეიტის" და არაფორმალური გავლენების დამარცხებას, ეს გამოჩნდება უკვე 20 იანვრის შემდეგ, " - განაცხადა კობახიძემ.


მისი თქმით, ყველაზე ნათლად საქართველოს მაგალითზე გამოჩნდება, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია რამდენად შეძლებს "დიფ სტეიტის" და არაფორმალური გავლენების დამარცხებას, რაც, თავის მხრივ, მსოფლიოში მშვიდობის დასადგურებას შეუწყობს ხელს.






0
299
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
299