საზოგადოება გერმანიაში ტერორისტული აქტი მოხდა - საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა 2024, 21 დეკემბერი, 1:40 პარასკევს ღამით, ცენტრალური გერმანიის ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა. ოფიციალური ცნობით სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. ქალაქის სპიკერმა მაიკლ რეიფმა თქვა, რომ იყო "ბევრი დაშავებული", მედიის ცნობით, ეს რიცხვი დაახლოებით 70-ია. პოლიციამ მძღოლი, საუდის არაბეთის მოქალაქე, დააკავა. დამნაშავე ექიმი იყო, რომელიც გერმანიაში 2006 წლიდან ცხოვრობდა. თავდასხმაში მან დაქირავებული მანქანა გამოიყენა. ხელისუფლებამ დახურა საშობაო ბაზრობა და ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახური. მანქანის მძღოლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და სოციალურ მედიაში გავრცელებული სპეკულაციების მიუხედავად მაგდებურგის ხელისუფლებამ თავი აარიდა შესაძლო მოტივის შესახებ განცხადებას. მიუხედავად ამისა, გაჩნა პარალელი 2016 წელს ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმასთან. მაშინაც მგავსი დანაშაული ჩაიდინა ისლამისტმა მოპარული სატვირთო მანქანით, რა დროსაც დაიღუპა 13 და დაშავდა 70-ზე მეტი. წყარო: dw.com26 შეფასება არ არის
|