x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ვალტერ ფონ ბრაუხიჩი, გერმანელი ფელდმარშალი, რომელიც "დემოკრატმა" ინგლისელებმა მოკლეს

image გერმანელი ვალტერ ფონ ბრაუხიჩი დაიბადა 1881 წელს. ბრაუხიჩმა კარგი განათლების და კარგი ნიჭის წყალობით მალე გაიკეთა კარგი სამხედრო კარიერა.
სწორედ ის ხელმძღვანელობდა პოლშაში გერმანული ჯარების შეჭრას 1939 წელს, ფრანგულ კამპანიას ასევე წარმატებით უხელმძღვანელა 1940 წელს. სწორედ ფელდმარშალი ვალტერ ფონ ბრაუხიჩი ხელმძღვანელობდა გერმანულ ჯარებს, როგორც გაერთიანებული გერმანული ჯარის სახეობების მთავარსარდალი "ბარბაროსას" ოპერაციას საბჭოთა კავშირში შეჭრის დროს 1941 წელს.

მოსკოვზე შეტევის შეფერხების გამო ჰიტლერმა ბრაუხიჩი გადააყენა და რეზერვში დატოვა, ფრონს კი სხვა სარდალი დაუნიშნა.
ბრაუხიჩს მას მერე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია, მუდმივად ბერლინში ან ქალაქგარეთ საკუთარ აგარაკზე იმყოფებოდა, რომელიც მშობლებისგან დარჩა და სადაც ატარებდა ძირითად დროს.
გერმანელი ფელდმარშალი 1945 წლის 8 მაისს ინგლისელებმა აიყვანეს ტყვედ. ის არ გადაუციათ ტრიბუნალისათვის, მაგრამ ინგლისში ისეთ მძიმე პირობებში ამყოფებდნენ, რომ ფელდმარშალის უზადოდ ჯანმრთელმა ორგანიზმმაც კი ვერ გაუძლო არსებულ მდგომარეობას და ინგლისის ერთერთ ჰოსპიტალში მოხვდა, სადაც სამხედრო ტყვეებს მკურნალობდნენ, თუმცა მკურნალობა მეტისმეტად ხმამაღალი ნათქვამი იქნებოდა.
სწორედ ცუდი დამოკიდებულების, არასათანადო მკურნალობის გამო ერთობ საეჭვო ვითარებაში სწორედ სამხედრო ჰოსპიტლად წოდებულ ბანაკში გარდაიცვალა ცნობილი ფელდმარშალი 1948 წლის 18 ოქტომბერს.

ინგლისელები, თუ როგორი "დემოკრატებიც" არიან კარგად ვიწნიეთ ქართველებმა, როცა დაშნაკური სომხეთის არმია თავს დაესხა საქართველოს, მაშინ ინგლისელებს ხელი არ გაუნძრევიაღ სომხური არმიის შესაჩერებლად, მაგრამ როცა ქართულმა არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიებიდან განდევნა სომხეთის არმია და უკან მიჰყვა გაქცეულ და დემორალიზებულ სომხების არმიას, სწორედ მაშინ ჩაერივნენ ინგლისელები და კატეგორიულად მოითხოვეს საქართველოს რესპუბლიკას უკანვე გაეყვანა ჯარები, ლორე-ტაშირიც სწორედ ინსგლისელების დამსახურებითაა დღეს სომხეთის ტერიტორიაზე მოქცეული.

ქართველმა ერმა უნდა იცოდეს ვინაა მტერი და ვინაა მოყვარე. "დათა თუთაშხიას" თქმისა არ იყოს "ზვამბას შენზე უარესი არ ჩაუდენია ჯონჯოლიაო"!
რა მნიშვნელობა აქვს რუსეთი წაგვართმევს მიწებს თუ ინგლისი???!!!
არა და სწორედ ინგლისის "წყალობით" დავკარგეთ მოზრდილი ტერიტორია.

0
215
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0