ისტორია 1976 წლის სექტემბერში საბჭოთა მფრინავმა გაიტაცა იმ დროისათვის ულტრათანამედროვე გზაგადამჭრელი МиГ-25П 2023, 8 სექტემბერი, 15:22 საბჭოთა პერიოდში საბჭოთა მფრინავების მიერ საბჭოთა თვითმფრინავების გატაცების არაერთი შემთხვევა მომხდარა, ნაწილი გახმაურდა, ნაწილს დღესაც გრიფი საიდუმლო ადევს. სხვათაშორის სენაკის აეროდრომიდანაც გაიტაცა რუსმა პილოტმა გამანადგურებელი და თურქეთის ტერიტორიაზე დასვა. 1976 წლის სექტემბერში საბჭოთა კავშირში, შორეულ აღმოსავლეთში მიმდინარეობდა გეგმიური წვრთვნები სამხედრო-საჰაერო ძალებში, სადაც მონაწილეობას იღებდა იმ დროისათვის ულტრათანამედროვე გზაგადამჭრელი-გამანადგურებელი "МиГ-25П", რომელსაც ჰქონდა საბორტე ნომერი 31 და შედიოდა 530-ე გამანადგურებელი ავიაციის პოლკის შემადგენლობაში.
თვითმფრინავიდან ჩამოსულ მფრინავს სურათების გადაღება დაუწყეს ცნობისმოყვარე აეროპორტის თანამშრომლებმა, რაც ბელენკოს არ მოეწონა და ტაბელური იარაღიდან ორი გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა. მფრინავი დაელოდა ადგილობრივ ხელისუფლებას და აშშ-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხობა. ჩასულ ამერიკელ დიპლომატებს ბელენკომ პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ბელენკო ამერიკაში სასწრაფოდ გადააფრინეს, ხოლო იმ დროისათვის ულტრათანამედროვე თვითმფრინავი ამერიკელმა და იაპონელმა სპეციალისტებმა გულდასმით შეისწავლეს, თვითმფრინავში იმ დროისათვის უახლესი გასაიდუმლოებული აპარატურა იყო დამონტაჟებული. ბელენკომ თავშესაფართან ერთად აშშ-ს მოქალაქეობაც მიიღო, მართალია მასზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის სიღარიბეში მოკვდა მას შემდეგ რაც მეორე ცოლს გაშორდა, მაგრამ ეს ჭორი აღმოჩნდა, რადგან ბელენკო ავიაგამოფენაზე 2000 წელს რუს კოსმონავტს ვისკონსინის შტატში იგორ ვოლკს, რომელმაც ბელენკოს ჰკითხა: "კი, მაგრამ შენ ხომ მოკვდი"? ბელენკოს პასუხი იყო: "ეს უშიშროებამ გაავრცელა ჭორი ჩემს სიკვდილზე, როგორც ხედავ ცოცხალი ვარ და ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ". ამის შემდეგ ვიქტორ ბელენკოს კვალი იკარგება, სავარაუდოდ ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ის, სადღაც მოშორებულ ადგულზე გადაიყვანეს, სადაც უკვე ასაკოვანი რუსი ყოფილი მფრინავი მშვიდად ცხოვრობს ცნობისმოყვარე საზოგადოების ხედვის არესგან მოშორებით. 330 6-ს მოსწონს |