გერმანელი ოფიცერი ჰაინრიხ მეტი-ერთადერთი ადამიანია მსოფლიოში, რომელიც ჰაერში მყოფი დირიჟაბლიდან გადმოვარდა.
სურათზეც ის ადგილია ასახული, სადაც 1916 წელს დირიჟაბლიდან გადმოვარდნის (სხვა ვერსიით გადმოხტომის) მერე დაეცა ჰაინრიხი.
ჰაინრიხ მეტი დაიბადა გერმანიაში 1883 წელს. 1915-1916 წლებში პირველი მსოფლიო ომის დროს ლიუფტვაფეს კაპიტან-ლეიტენანტს კოშმარულ მდგომარეობაში ჰყავდა ლონდონი, ახორციელებდა რა თავდასხმებს ქალაქზე და განსაკუთრებით მის ცენტრზე.
ის ითვლებოდა დირიჟაბლების პილოტებში ყველაზე შედეგიან და უშიშარ ოფიცრად.
ჰაინრიხი თავიდან გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალებში მსახურობდა, სადაც სამხედრო კრეისერს მეთაურობდა. თუმცა მას შემდეგ რაც გერმანიის შეიარაღებულ ძალებში გამოჩნდა დირიჟაბლები ამბიციურ და ნიჭიერ ოფიცერს მიანდეს დირიჟაბლი.
მაშინდელი გერმანული დირიჟაბლები დაფრინავდნენ 120 კმ/სთ სიჩქარით 3 კილომეტრის სიმაღლეზე, ჰაინრიხის დირიჟაბლი ნებისმიერ ამინდში ასრულებდა დასახულ ამოცანას.
დირიჟაბლზე დაკიდებულ გონდოლაში ეკიპაჟის 1-2 კაცი იჯდა. ისინი ახდენდნენ სამხედრო ხომალდების საარტილერიო ცეცხლის კორექტირებას და თავადაც ახდენდნენ ბომბების გადაყრას დასაბომბ ობიექტებზე.
მიწიდან გონდოლა არ ჩანდა, შესაბამისად მიწიდან იქ მყოფი ოფიცრის დაზიანება შეუძლებელი იყო.
თავიდან ინგლისელებმა ვერაფერი მოიფიქრეს, თუ რა ხერხით ებრძოლათ გერმანული დირიჟაბლების წინააღმდეგ. თან იმ პერიოდში ძირითადი ბრძოლები მაინც ხმელეთზე ხდებოდა.
თუმცა ერთმა ჭკვიანმა ინგლისელმა მაინც გამონახა გამოსავალი-დაიწყეს მგეზავი ("ტრასირებადი") ტყვიების გამოყენება. 2016 წლის 2 იანვარს ჰაინრიხ მეტის დირიჟაბლს ინგლისელმა მეზენიტეებმა ცეცხლგამჩენი ტყვიებით ცეცხლი გაუჩინეს, ალმოდებული დირიჟაბლი ლონდონის ჩრდილოეთით ჩამოვარდა.
ჰაინრიხის გვამი მალევე იპოვეს დირიჟაბლის ჩამოვარდნის ადგილის შორიახლოს.
როგორც ჩანს ჰაინრიხი გონდოლიდან გადმოხტა გონდოლაში ცოცხლად, რომ არ ჩამწვარიყო.
60-იან წლებში ჰაინრიხი და კაიზერის გერმანიის სამივე დირიჟაბლის ეკიპაჟი გადაასვენეს ერთ სასაფლაოზე.
სამივე დირიჟაბლი ჩამოგდებულ იქნა ინგლისელების მიერ პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში.
იმის დასტურად, თუ რა სწრაფად იწვოდა დირიჟაბლი გთავაზობთ დირიჟაბლის ცნობილი კატასტროფის კადრებს.