x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩეჩნეთში რუსების რეგულარული ჯარების წინააღმდეგ რუსი სნაიპერი ქალები და მამაკაცებიც იბრძოდნენ

image გასული საუკუნის 90-იან წლებში უამრავ ადგილზე ხდებოდა სამხედრო შეტაკებები, საქართველოზე არ ვისაუბრებ ამჟამად, ჩეჩნეთზე მინდა ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ის რასაც ხშირად გუგლში ვერ წაიკითხავთ და ნახავთ.
როგორც ყველა ლოკალურ ომს ჩეჩნეთ-რუსეთის ომსაც არ აკლდა დაქირავებული, მოხალისე თუ რელიგიური ნიშნით მოტივირებული მებრძოლები.
ჩეჩნეთ-რუსეთის პირველი ომის დროს რუსი დაქირავებულები წარმატებით ებრძოდნენ რუსულ სამხედრო მანქანას.
ზედა სურათზე თქვენ ხედავთ რუს სნაიპერ ახალგაზრდა ქალს ოქსანა ტროშჩვას, ცნობილი რუსი გენერლის მოგვარეს.
ოქსანა თავის დროზე წარმატებული ბიატლონისტი იყო, რამაც სნაიპერის ჩვევები შეათვისებინა.
ჩეჩნეთში ჩავიდა, როგორც დაქირავებული სნაიპერი, სპეციალური კურსების წარჩინებით გავლის მერე ჩაირიცხა ჩეჩნურ სპეცრაზმში და დიდი წარმატებით ებრძოდა საკუთარ თანამემამულეებს, მას მეტსახელად რუსმა სამხედროებმა "შავი სიკვდილი" შეარქვეს, რადგან ოქსანა მუდამ იყენებდა შავი ფერის ლაბადას საბრძოლო დავალებაზე გასვლისას.
მასზე არაფერი იქნებოდა ცნობილი, არც "შავ სიკვდილს" უწოდებდა ვინმე რომ არა ერთი ფაქტი-ჩეჩნურმა სპეცრაზმმა რომლის რიგებშიც იყო ოქსანა, გაანადგურა რუსი მედესანტეების ასეული, რამდენიმე ჯარისკაცი და ოფიცერი ტყვედ აიყვანეს და მოგვიანებით ჩეჩენ ტყვეებში გაცვალეს, სწორედ მაშინ შეხვდა, როგორც ტყვე თანაკურსელი ოფიცერი, რომელმაც კარგად "წაიკითხა" ოქსანას როლი სპეცრაზმში. გაცვლის მერე სწორედ აღნიშნულმა ოფიცერმა მიაწოდა რუსულ სპეცსამსახურებს ინფორმაცია "შავ სიკვდილზე".
რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის დამთავრების მერე "შავი სიკვდილი" არ ფიგურირებს არც ჩეჩნურ და არც რუსულ ჩანაწერებში და ზოგადად ინფორმაცია მასზე იკარგება.
ოქსანაზე ნაკლები წარმატება არც ჩეჩნეთში დაბა შელკოვსკაიაში დაბადებულ ალექსანდრე სმირნოვს ჰქონია ბრძოლის ველზე, მან ისლამი მიიღო ომის დაწყებისთანავე და გახდა "აბდულ მალიკი". რუსი ეროვნების მებრძოლმა იმდენად გამოიჩინა თავი, რომ შამილ ბასაევმა თავისთან წაიყვანა, იქიდან კი მოგვიანებით ქართველებისთვის არანაკლებ ცნობილმა ჩეჩენმა საველე მეთაურმა რუსლან (ჰამზა) გელაევმა აიყვანა სნაიპერად თავის ცნობილ სპეცრაზმში ("борз-მგელი").
რუსი ახალგაზრდა განსაკუთრებული წარმატებით ასრულებდა მის მოვალეობას სპეცრაზმში.
მასზე გამოცხადებულ ნადირობას შედეგი არ მოჰყოლია, სამაგიეროდ როგორც თავად რუსი სამხედროები ადასტურებენ ინტერვიუებში ანისნაიპერულ ორთაბრძოლაში "მალიკმა" არაერთი რუსი სნაიპერი "გაამგზავრა წინაპრებთან".
თუ რუსული სპეცსამსახურების მიერ გაჟღერებულ ვერსიას დავუჯერებთ, ის ომს გადაურჩა და დღემდე აქ, ჩვენთან საქართველოში მშვიდად ცხოვრობს.
image

0
185
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
185