სხვა ზიმბაბვეში პრეზერვატივების დეფიციტის გამო მეძავები ბავშვის წინდებს იყენებენ დღეს, 17:25 მეთოდი ძალიან საკამათოა ეფექტურობის თვალსაზრისით, მაგრამ სიყვარულის ქურუმებს ამჟამად სხვა არჩევანი არ აქვთ. ზიმბაბვეში კონტრაცეფციის მწვავე დეფიციტია. პრეზერვატივის მიწოდება ჭიანურდება და თუ გაყიდვაში გამოჩნდა, მოსახლეობამდე მაინც არ აღწევს, - დეფიციტურ საქონელს სწრაფად ყიდულობენ გადამყიდველები და შემდეგ მამასისხლად ყიდიან. ხოლო ექიმები, რომლებიც ვალდებულნი არიან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილების მიზნით მეძავებს პრეზერვატივი მიაწოდონ, თავად იტოვებენ შემდგომ სპეკულაციის მიზნით. ასეთ ვითარებაში სექსმუშაკები იძულებულნი არიან მიმართონ უკიდურეს ზომებს. "ამჟამად პრეზერვატივის ხელმისაწვდომობის პრობლემის წინაშე ვდგავართ. მარაგი შეზღუდულია, ამიტომ ჩვენ, სექს-მუშაკებს გვირჩევნია ბავშვის წინდები გამოვიყენოთ. მათ ვკეცავთ, ვიდებთ ვაგინაში, რომელიც ხელს უშლის სითხის საშვილოსნოს ყელში მოხვედრას“, - ამბობს პრეშეს მუსინდო, სექს-მუშაკების უფლებადამცველი და ორგანიზაცია Springs of Life Zimbabwe-ის დამფუძნებელი. პრეშეს მუსინდო
იგი განმარტავს, რომ წინდებს იყენებენ მანამდე, სანამ არ გახდება ძალიან ნესტიანი, რის შემდეგაც მათ რეცხავენ და აშრობენ შემდგომი გამოყენებისთვის. წინდები რომ არ იყიდონ, ნაგავში ეძებენ - ხდება ისე, რომ ახალშობილთა დედები ყრიან ბავშვთა ტანსაცმელს, რომელიც მაინც შეიძლება რაღაცისთვის გამოიყენონ. რა თქმა უნდა, კონტრაცეფციის ასეთი უჩვეულო საშუალება კარგად ვერ დაიცავს არასასურველი ორსულობისგან და ინფექციებისგან მით უმეტეს. მაგრამ სექსმუშაკები იძულებულნი არიან რისკის ქვეშ დააყენონ თავიანთი(და არა მხოლოდ) ჯანმრთელობა, რადგან... ბევრისთვის პროსტიტუცია ფულის შოვნის ერთადერთი გზაა. ოჯახის დაგეგმვის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა ფარაი მაჩინგამ პირობა დადო, რომ დაუკავშირდა Springs of Life Zimbabwe-ს და სიყვარულის ქურუმებს მიაწვდის კონტრაცეპტივებს ორგანიზაციის მარაგიდან. 147 1-ს მოსწონს
|