x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"შენ მარტო ,,ჭუტლექსვიზიას'' უყურებ, შავნოდარა გგონია სამყაროს შემქმნელი და ინგა გრიგოლია კიდე ღვთისმშობელი"-გელა ზედელაშვილი

image

ქალო, შენ რომ შენ შვილს ხელი გაუშვი და ბედის ამარა მიატოვე, ამიტომაც ხარ ამ დღეში!
????
სამწუხაროდ, შენ შვილს შენ რომ ხელი გაუშვი და ჩვენც გაგვაშვებინე, ამიტომაც დარჩა გაუზრდელ-გაუხედნავი. შეხედე, რას ჰგავს შენი შვილი, რას ბოდავს, წიგნს თითის გაყოლებითაც ვეღარ კითხულობს, მეტყველება უჭირს, ტვინის ზედაპირი დაუგლუვდა, მოვლენებს საერთოდ ვეღარ აღიქვამს, რასაც ჩასძახებენ, იმას იმეორებს თუთიყუშივით, ქვევრადაც კი აღარ ვარგა!
????
გაუშვიო, ჩემი შვილიაო!
როცა შენ შვილს “მოლოტოვის'' სასროლად უშვებ, მაშინ რატომ არ ფიქრობ, რომ ვისაც უნდა ესროლოს, იმას უფრო ღირსეული დედა ჰყავს და ის უფრო მწარდება? იმას რატომ არ უშვებ, რომ როცა შენ შვილს რუსთაველზე აგდებ გადასაბუგად, მას კანონი ჭუჭყიან კისერში სწვდება და ჭკუაზე მოიყვანს? არა, ჭკუაზე რომ მოიყვანოს, ჭკუა უნდა ჰქონდეს, ჭკუა რომ ჰქონდეს, ამას არ იზამდა, მოდი, ვთქვათ ასე - კანონი მას კუდუსუნში ამოჰკრავს!
????
როდესაც შენ შვილს პოლიციელებისა და პარლამენტის შენობის დასარბევად უშვებ, იმასაც უნდა შეეგუო, რომ რაღაც ფათერაკს გადაეყრება.
დიახ, უნდა შეეგუო, რომ ვიღაცა ხელს სტაცებს და აღარ გაუშვებს!
მე ვიცი, ამას ტყუილად ვწერ, შენ მაინც ვერ გაიგებ, რას გეუბნები, შენთვის ჩემი ნათქვამი ჩინურია. ჩინურს რას ვერჩი, პაჭანიკურია. არ მკითხო, პაჭანიკები ვინ არიანო, ისტორიის წიგნი გადაშალე და თუნდაც თითის გაყოლებით წაიკითხე. ვიცი, დაიტანჯები, სიცოცხლე გაგიმწარდება, მაგრამ ცოტა ხანს გაიჭირვე. დიახ, ვიცი, შენი შვილივით გიჭირს კითხვა, თითის გაყოლებაც რთულია, შენ მარტო “ჭუტლექსვიზიას'' უყურებ, შავნოდარა გგონია სამყაროს შემქმნელი და ინგა გრიგოლია კიდე ღვთისმშობელი, მათი თვალსაწიერიდან უცქერ სამყაროს.
????
ჰა, ჰა, ჰა!
ხელი გაუშვიო!
შენ თვითონ გაუშვი ხელი ერთ რაღაცას და შვილებს მიხედე, შვილებს, თორემ პირველ რიგში შენ გამოგჭრიან ყელსა და არც კი დაგმარხავენ!"-წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში.
0
164
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0