x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მათი ასაკი, ნამდვილად რომ დაუჯერებელია... და მათი ახალგაზრდობის საიდუმლო
image


აქ ადამიანებს გაგაცნობთ, რომელთა ასაკის გამოცნობა, უბრალოდ, შეუძლებელია. მათი გარეგნობა, ნამდვილად რომ გასაოცარია. ხოლო, ისტორიები – შთამაგონებელი.


ლიუ ია ლი: გოგონა, რომელიც 56 წლის არისimage


ჩინელი ლიუ ია ლი 20 წლის გოგონასავით გამოიყურება და ის ხშირად, მისი 25 წლის ვაჟის მეგობარი გოგონაც კი ჰგონიათ. სინამდვილეში კი ქალი 56 წლის არის!

ლიუ ადრე ბიბლიოთეკარად მუშაობდა, მაგრამ მისმა ახალგაზრდულმა იერმა და სოციალურ მედიაში აქტიურობამ, ის ცნობილი გახადა. ამჟამად მას, Instagram-ზე, მისი ცხოვრების წესით შთაგონებული, 60 ათასი გამომწერი ჰყავს.


image


ლიუ თავის ახალგაზრდულ გარეგნობას სპორტს უკავშირებს, განსაკუთრებით ცურვას, რომელსაც ის, 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე არის დაკავებული. ქალი ამინდის მიუხედავად, ღია წყალში ცურავს და თვლის, რომ რეგულარული ფიზიკური დატვირთვა და სწორი კვება, დაეხმარება მას, რომ 80 წლის ასაკშიც კი, ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს.


კიუ ჰუ ჰაი: შანხაის ყველაზე ელეგანტური ბაბუაimage


კიუ ჰუ ჰაიმ, შანხაიდან, 2016 წელს "ყველაზე მოდური ბაბუის" ტიტული მოიპოვა. გარეგნობით, 40 წლის მამაკაცს ჰგავს, სინამდვილეში კი, უკვე 73 წლისაა!

კიუ აქტიურად არის დაკავებული იოგით, ცეკვებით და მედიტაციით. მას მიაჩნია, რომ ადამიანს სამი ასაკი აქვს: ბიოლოგიური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური. როგორც ამბობს, მისი ფსიქოლოგიური ასაკი — 20 წელს არ აღემატება, ფიზიკური კი — 40-ს.



image


კიუს საიდუმლო: ჯანსაღი კვებაა, მცირე ულუფებით, კოლაგენის დანამატები და ყოველდღიურად თავდაყირა ჩამოკიდების ჩვევა. ის ასევე ხაზს უსვამს განწყობის მნიშვნელობას და სწავლისადმი სიყვარულის.


ჩუან ტან ტანი: ფოტოგრაფი, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს
image


58 წლის ჩუან ტან ტანი სინგაპურიდან, ისე გამოიყურება, როგორც 30 წლის ახალგაზრდა მამაკაცი. ადრე ის მოდელი და მომღერალი იყო, მაგრამ მსოფლიო პოპულარობა, თავისი ფოტოების წყალობით მოიპოვა.

ჩუანი თავის ახალგაზრდობის საიდუმლოს არ მალავს: რეგულარული ვარჯიში, უარის თქმა ალკოჰოლსა და სიგარეტზე, ბევრი წყლის სმა და ჯანსაღი ძილი.


აპასრა ჰუნგსაკულა: 77 წლის "მის სამყარო"image


აპასრა ჰუნგსაკულა 1947 წელს ტაილანდში დაიბადა. მან "მის სამყაროს" ტიტული 1965 წ. 18 წლის ასაკში მოიპოვა და მას შემდეგ, თითქოს არც კი შეცვლილა, უფრო სწორედ, უფრო გალამაზდა და 77 წლის ასაკში, 35 წლის ქალის იერი აქვს.

აპასრა ირწმუნება, რომ პლასტიკური ქირურგიისთვის არ მიუმართავს. მისი ახალგაზრდობის საიდუმლო კი — რეგულარული ვარჯიში, ჯანსაღი კვება და ცუდ ჩვევებზე უარის თქმა არის.


ლურ ჰსუ: ტაივნელი დიზაინერი, რომელიც 49 წლისაა
image


ტაივანელი დიზაინერი ლურ ჰსუ, საკუთარი გარეგნობით ყველას აოცებს. ის 49 წლის არის, მაგრამ მოზარდივით გამოიყურება. მისი პოპულარობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ლურის დამ, მისი ასაკი სოციალურ ქსელში შემთხვევით გაამჟღავნა.

ლურის საიდუმლო: კანის დატენიანება, სახის მასაჟი, ვიტამინი C და კოლაგენებია.


ბელინდა ნორტონი: ორი შვილის დედა ავსტრალიიდან
image


ბელინდა ნორტონი თავის ასაკთან შედარებით, ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება. 47 წლის ქალი მასწავლებელი და ბლოგერია, ჰყავს 2 შვილი და რამდენიმე წიგნის ავტორია.

მისი ახალგაზრდობის საიდუმლო კი ასეთია: რეგულარული ვარჯიში, მასაჟი, განრიგით კვება და ჯანსაღი ძილი. ბელინდა ასევე ხაზს უსვამს, გასეირნების მნიშვნელობას, სპორტულ სიარულს და მსუბუქ ფიზიკურ დატვირთვების აუცილებლობას.


image


ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ ასაკი — უბრალოდ, რიცხვებია... და ისინი, საკუთარ თავზე ზრუნვისკენ და აქტიური ცხოვრებით დაკავებისკენ გვიბიძგებენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ზოგს ავტომობილის ფასი კი აქვს – ყველაზე ძვირადღირებული კატის ჯიშები

* "მოხეტიალე" ნაგებობა, რომელიც თავისით ჩნდება და ქრება

* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 8 (30 ფოტო)

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
364
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0