x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„ნატო, გავიგე კუბოზე გიდარდია... დარწმუნებული ვარ, გელათზეც დარდობ... დაგვიწერე შენი ფიქრები“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
image

.

პარლამენტის წინ კუბოს დაწვას აჟიოტაჟი მოჰყვა და კომპოზიტორმა ნატო გელაშვილმაც დაგმო და ყველას მიმართა, არასოდეს დაწვან სასახლე. მიუხედავად იმისა, რომ საყვარელი შემსრულებელი ემოციურად საუბრობდა, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მაინც გადაწყვიტა უხეშად გამოხმაურებოდა მას და რეპლიკა გაეკეთებინა მისთვის.

.

"ნატო გელაშვილი, გავიგე ჩინურ კუბოზე გიდარდია და დარწმუნებული ვარ გელათზეც დარდობ. დაგვიწერე შენი ფიქრები გელათის ნგრევაზე. აქვე, კომენტარებში დავდებ ჩინური კუბოს ფოტოსაც" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

.

პოპულარული ქართველი კომპოზიტორი და ყველასთვის საყვარელი ავტორ-შემსრულებელი ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ძალიან შეაწუხა როცა რუსთაველზე, პარლამენტის წინ აქციაზე ახალგაზრდებმა სასახლე დაწვეს. მისთვის ეს ძალზე ემოციური იყო. ამასთან დაკავშირებით ნატო გელაშვილი ემოციურ სტატუსს წერს და ახალგაზრდებს სიყვარულისკენ მოუწოდებს, ის მიიჩნევს, რომ მომავალ თაობებს სიძულვილზე მეტად სიყვარული შეუძლიათ.

.

"დიდი ბოდიშის მოხდით, როგორც ერთმა რიგითმა ქრისტიანმა მინდა ჩემი გულისტკივილი დავაფიქსირო..
.
ვისაც სასახლის (კუბოს) სიმძიმე გავლილი აქვს და მისი დანიშნულება კარგად იცის, ალბათ არც მტერს უსურვებს იგივე სიმწარის გავლას… ჭირისუფალისთვის ძალიან მძიმეა როცა სასახლე მოაქვთ პირველად სახლში, თუმცა მერე ეფერები ვინაიდან იაზრებ რომ ეს სასახლე, შენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისთვის ბოლო სახლია…
.
არასოდეს დაწვათ ქრიტიანის ბოლო სახლი და არავის უსურვოთ გარდაცვალება როგორც არ უნდა გძულდეთ...
.
მე მჯერა რომ ქართველ ერს სიძულვილზე მეტად სიყვარული შეგვიძლია. სიყვარულით გადავრჩებით მხოლოდ და მხოლოდ... მშვიდობა ჩემს ხალხს და ჩემ ქვეყანას" - წერს ნატო გელაშვილი.

.

.

0
288
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0