x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„მთავარ არხს“ ურევს სააკაშვილი, ოქუაშვილს იყენებს, ეს იცის ყველა ჟურნალისტმა“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
image

.

პარტია ფედერალისტების დამფუძნებელი და გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ მთავარ არხს არა ხელისუფლება ან ოქრუაშვილი, არამედ თავად სააკაშვილი ურევს და ეს ამავე არხის ჟურნალისტებმაც კარგად იციან.

.


ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

მთავარს ურევს სააკაშვილი, ოქუაშვილს იყენებს. ეს იცის მთავარის ყველა ჟურნალისტმა.საკააშვილი რომ შუაში არ იყოს და ბიძინაზე ეჭვი ჰქონდეს, დაწერდა 67 პოსტს და ოქუაშვილს ამოთხვრიდა ტალახში.

მაგრამ მან "დამფუძნებლებს შორის კამათისგან" თავი შორს დაიჭირა. სააკაშვილია მთავარ არხთან შუაში და არა ბიძინა.

აკეთებს (დაახლოებით) იგივეს, რაც თავის დროზე გვარამიას ხელით ტაბულა ტვ-ს გაუკეთა. უბრალოდ, ყალბი მონოლოგები ქართული მედიის ტრეიდმარკია - ისინი ხომ მაყურებელს ბრიყვად თვლიან. -- დაწერა ჩერგოლეიშვილმა.

.

იმიტომ რომ სააკაშვილი მავნებელი დედამოდღნულია და თუ თვითონ არ იგდებს ძალაუფლებას რომ ჰარემი და ბეზპრედელი დაიბრუნოს, ქვეყანა და მისი ინტერესები ცალ ფეხზე კიდია.
უბრალოდ ეს ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო და გვარამია მისი ინსტრუმენტი იყო ამ სამშობლოს მოღალატეობრივი მოქმედებების განხორციელებაში.
და როგორ ბიბლიური ჟანრის კანონი მოითხოვს - ახლა ეს უკბილო ჩახდილი მონსტრი, თავის ინსტრუმენტს ჭამს.
ამას გვარამია უსრულებდა.
რადგან სააკაშვილს ვამხელდი, მბლოკავდა მისი მითითებით, სარეკლამო შემოსავალს ხელოვნურად მიზღუდავდა ... და მაგალითს ქმნიდა, რომ სხვებს არ გაებედათ რასაც "ჩერგო ბედავს".
ამიტონ დავხურე ტაბულა ტვ და წავედი ონლაინ, რომ ამ უმახინჯესებს ჩემზე ლევერიჯი არ ჰქონოდათ.
სასაცილოა ახლა რომ მთავარის ჟურნალისტები სოლიდარობაზე ღნავიან.
.
ვინც მას დაუპირისპირდება უნდა განულდეს.
და დაპირისპურებად თვლის რომ გვარამია მასზე წინ გავიდა.
ოპოზიციაში პირველობა უნდა რომ ბიძინას გვამს თვითონ დახვდეს მდინარის ნაპირთან.
და ამ სიხარბეში ბიძინა გააჯეჯილა ბოლომდე და ქვეყანას დედა მოუდღნა.
უბრალოდ გვარამია თავად იყო ამ ყველაფრის ინსტრუმენტო.
/
ჟურნალისტები რატომ მალავენ მიზეზს? კორუმპირებულები არიან.
არა, არ ასახელებენ მიშას და არევის მიზეზს მალავენ, რომ რომელიც გაიმარჯვებს, იქით გადახტნენ. კრედიტები აქვთ.
.
აი აგერ ასეთი ამბავია მთავარზე.
ტვ პირველმა ხო უნდა გააშუქოს - არ იტყვის რეალურად რა ხდება არც ეგ, დამალავს და კოლეგიალობად გაასაღებს.
იგივეს იზამს ფორმულაც. მათი ვალია ამის გაშუქება და ადამიანებამდე სიმართლის მიტანა. დამალავენ ეგ მანიპულატორები და ხალხს ტყუილებით მიაყენებენ შეურაცხყოფას.
.
ხოშტარია მიშასთვის რო შიმშილობდა, დიადი მთავარსარდალი რომ გორის ტრასაზე დაფდაფებით გაეცოლებინა, იმას უკვე ყველა საზიზღრობა ჩადენილი ჰქონდა და "ვინც მე დამიპირისპირდება, განულდებას" მოღალატეობრივ ფსიქოზში იყო მარა ...
Who cares...
მთავარია ყალბი სადღეგრძელო შვლიპო
.

დეა გოგისეიშვილის ყალბი მონოლოგები ცალკე გულისრევაა.
რა ჟანრია ვერც ვხვდები:
"აბა ახლა კარგად მომისმინე, ბორის, იგივე ბორენკავ, იგივე ანაკონდავ.
შენ ჩვენ წინ ვერ აღგვიდგები შენი კოლბიდან - უკვე ახლოსაა მილერის სანქციები. აი უკვე გიახლოვდება გრიგორიჩ - შე ცუღლუტო."
.
ჩვენები აღადავებენ, მე ვერც კი ვიგონებ ასეთ ბოდვებს ????
"რუსული ფაფა ყოველთვის ტკბილი არ არის, ირაკლი.
დუსელდორფში კი დაამთავრე დოქტორანტურა, მარა თავი მაინც რუსეთისთვის გაქვს გადადებული"!
.
,

განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს თაკო ჩარკვიანიც. ის მიიჩნევს, რომ ზაზა ოქუაშვილი მართალია და მადლობას იმსახურებს, ეს კი არ უნდა დაგვავიწყდეს. ამის შესახებ ჩარკვიანმა ფეისბუქში დაწერა.

.

ჩემი რჩევა მეგობრებო !!! გავეცანი (ზედაპირულად ცხადია) მთავარი არხის გარშემო შექმნილ ვითარებას, ვფიქრობ გამოსავალი ლანძღვა და თავდასხმები არ არის, არამედ მოლაპარაკება, მით უფრო (ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნოთ და არ დაგვავიწყდეს) ყველას გვახსოვს უმძიმეს ვითარებაში, მაშინ, როცა რუსთავი 2 წაართვეს და ტვ მთავარი შეიქმნა ზაზა ოქუაშვილის უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მხარდაჭერა, ტვ იბერიის ბაზაზე უმოკლეს დროში შეიქმნა ტვ მთავარი. მახსოვს ეთერშიც კი ვისხედით და ყველა უკლებლივ აღფრთოვანებული იყო და საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ ამ ბიზნესმენის საქციელის გამო - მისი მისამართით…. ამდენი ხანია ტვ მთავარი დიდ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და ასე უნდა გაგრძელდეს …..
.
ახლა გონივრულია არა გამწვავება და სადავო “სამზარეულოს გამოფენა”, არამედ მოლაპარაკება, მით უფრო მოვისმინე და წავიკითხე ზაზა ოქუაშვილის განცხადება, რომ მას არხის დახურვაზე არ უფიქრია და ამბობს ”ეს საშიშროება არხს არ შეექმნება და ხელშეკრულებითაც არ ვერეოდი და ვერევი სარედაქციო პოლიტიკაშიო და მე, არც ახლა ვაპირებდი რაიმესო”. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა ახლა, ამ ძნელბედობის ჟამს და ცხადია გამიხარდა… ამიტომ ჩემი რჩევააა, არა გამწვავება, არამედ ჯერ მადლობა ოქუაშვილს - დიდი მადლობა ამდენი წლის მხარდაჭერისთვის და შემდეგ საუბრის გაგრძელება (მით უფრო სიმართლე ამ კაცის, ამ ბიზნესმენის მხარესაც არის უთუოდ, ობიექტურად ასეა, ნიუანსებში - გარჩევაში არ შევალ)
.
მოკლედ, ვის რა მოეწონება ამ ჩემს სტატუსში ნაკლებად მაინტერესებს …. ტვინის-გონის განძრევის შემთხვევაში და თუ ცოტა პრაგმატულადაც მიუდგებით, ზედ კეთილსინდისიერებასაც თუ მივაშველებთ, ყველა მიხვდება ამ ჩემს გულისტკივილით ამოთქმულ რჩევას, კარგი იქნება გამომომდინარე ამ უმძიმესი ვითარებიდან ბოროტი და რუსული მართვის სტილით ხელისუფლების არსებობის დროს, რომლის მოცილებაც გვინდა დროულად, რადგან კატასტროფაა ამ ხელისუფლების სათავეში ყოფნა!!
.
ეს იქნება გონივრული საქციელი -
ჯერ მადლობა უნდა უთხრათ ამ მძიმე და ურთულესი წლების გამო ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს, რომელსაც ოთხი სასამართლო დავა აქვს ივანიშვილთან და მერე დროულად გამოსავლის ძებნაა საჭირო და არამც და არამც ტალახი! არავითარ შემთხვევაში ტალახი, რაც ყოველთვის წამგებიანია ასეთ დროს და ცუდ შედეგს მ ო ი ტ ა ნ ს!!!!!
.
ეს ჩემი გულწრფელი და უნაღდესი რჩევაა ამ ურთულეს ვითარებაში, გათვალისწინება კი მავანთა საქმეა …. -- წერს თაკო ჩარკვიანი.
.
1
436
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
436
  
გუშინ, 3:40
არ მეგონა მიხუილ ჰალსრუხმცოხნელ სუკიასიანს თუ შევაქებდი, მიდი მიხუილ აურიე,აურიე, კარგია მთავარი არხის დედაც.
0 1 1