x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ინგლისელი თაღლითი სამსახურიდან "ინგლისურად" წავიდა და 7 მილიონი ფუნტიც გაიყოლა, მისი ვინაობა დღემდე უცნობია

image
თაღლითობის უამრავი ფორმა არსებობს, მაგრამ თაღლითობა დასჯადია და იშვიათია თაღლითი, რომელსაც თაღლითობა შერჩენია და კანონს გაქცევია.
თან თაღლითობაცაა და თაღლითობაც, ინგლისელმა მარტივად და ეფექტურად გათვალა თაღლითობა, მე ვიტყოდი სკრუპულოზურად და დაუსჯელად წაიღო კოლოსალური თანხა, თან ისე, მისი რეალური სახელიც და გვარიც კი არ იციან, არც მისი სახეა რაიმე სახის დოკუმენტში დაფიქსირებული.
თაღლითური ეპოპეა კი ასე დაიწყო და განვითარდა: ინგლისის ქალაქ ბრისტოლში არსებულ ზოოპარკში მივიდა მამაკაცი, რომელმაც ზოოპარკის მესვეურებს განუცხადა, რომ ის ზოოპარკთან მდებარე ავტომანქანების სადგომზე გადასახადის ამკრეფად იყო ქალაქის ადმინისტრაციის კომუნალური სამსახურის მიერ დანიშნული. მამაკაცის ტონი ისეთი დამარწმუნებელი იყო, რომ მისთვის რაიმე სახის საბუთის მოთხოვნა აზრად არავის არ მოსვლია.
სადგომი გათვლილი იყო 150 ადგილზე, სადაც უცნობმა მამაკაცმა მუშაობა დაიწყო. მსუბუქი მანქანის გაჩერებაზე გადასახადი შეადგენდა 1, 40 ფუნტს, ხოლო ავტობუსის გაჩერება კი კი 7 ფუნტს.
მამაკაცმა 25 წელი იმუშავა სადგომზე, თან ისე 1 დღეც კი არ გაუცდენია. 25 წლის შემდეგ კი ის უცბათ გაქრა და სამსახურში არ გამოცხადდა. ზოოპარკის ადმინისტრაციამ თხოვნით მიმართა ქალაქის საბჭოს, კომუნალურ სამსახურს გამოეგზავნა ახალი თანამშრომელი სადგომზე გადასახადების ამკრეფად.
ქალაქის საბჭომ ზოოპარკის ადმინისტრაციას გაუგზავნა ოფიციალური შეტყობინება წერილის სახით, რომლის მიხედვითაც სადგომი ეკუთვნოდა ზოოპარკს და ქალაქის საბჭოს კომუნალურ სამსახურს, მასთან არანაირი დამოკიდებულება არ ჰქონდა. აი მაშინ კი "შეშფოთდნენ" პედანტი ევროპელები და გამოკვლევა დაიწყეს, თუ ვინ მუშაობდა მათ ავტოსადგომზე, რომელმაც 25 წლის მანძილზე სადგომიდან აღებული 7 მილიონი ფუნტი ისე წაიღო, ერთი ფუნტიც კი რ გადაუხდია არც ზოოპარკის და არც ქალაქის მესვეურებისათვის.
ერთი სიტყვით ზოოპარკის მიერ მისი კუთვნილი ტერიტორიის არცოდნით ზოოპარკმა იზარალა 7 მილიონი ფუნტი. რაც ყველაზე კურიოზულია მამაკაცის ვინაობა, საცხოვრებელი და სურათიც კი ვერ მოიძიეს.
ინგლისელმა "პენსიაზე" გასვლისათვის თავს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო, თან ისე, რომ არ დასჯილა და მის წინააღმდეგ ძიებაც კი შეწყდა.

0
157
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0