x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ნიუ-იორკში მოკლეს სადაზღვევო კომპანიის 50 წლის დირექტორი, რომელიც მულტიმილიონერი გახდა ამერიკელების ხარჯზე

image
ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა ბრაიან ტომფსონი-ამერიკის ერთერთი უდიდესი სადაზღვევო კომპანიის "UnitedHealthcare"-ს გენერალური დირექტორი. პოლიციამ მკვლელის დაკავების ან მასზე ინფორმაციის მიწოდებისათვის გასამრჯელოდ 10 000 დოლარი დააწესა ანონიმურობის დაცვის გარანტიით.
ნიუ-იორკის პოლიციის მონაცემებით დამნაშავე, რომელიც ნიღბით იყო 10 წუთი ელოდებოდა მსხვერპლს სასტუმროსთან. როცა ბიზნესმენი სასტუმროში შედიოდა, თავდამხმელმა ამოიღო მაყუჩიანი პისტოლეტი და ბრაიანის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა: ერთი ტყვია ბიზნესმენს მოხვდა ზურგში, მეორე კი ფეხში. მსროლელი ამის შემდეგ გაიქცა, შევიდა პირველივე მოსახვევში, სადაც ელექტროველოსიპედზე დაჯდა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოასწრო.
ექიმების მცდელობის მიუხედავად, ზურგის არეში მიღებული სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობის გამო ბიზნესმენის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

image

ბრაიან რომფსონი აღნიშნულ კომპანიაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა 20 წლის განმავლობაში. 2021 წლის აპრილში ის დანიშნეს აღნიშნული სადაზღვევო კომპანიის გენერალურ დირექტორად, რომელი კომპანიაც ემსახურებოდა 49 მილიონი ამერიკელის ჯანდაცვის დაზღვევას.
გასულ წელს ბრაიან ტომფსონის შემოსავალი 10, 2 მილიონი დოლარი გახლდათ, როცა კომპანიაში დაზღვეულ ადამიანებს მუდმივად პრობლემა ჰქონდათ სამედიცინო დაზღვევის კუთვნილი დაზღვევის მიღებასთან დაკავშირებით.
მოკლულ ბიზნესმენს მეუღლე და 2 შვილი დარჩა. ბრაიანის მეუღლის განცხადებით მისი ქმარი მუდმივად იღებდა მუქარის ზარებს სამსახურის საკითხებთან დაკავშირებით, კომპანიაში დაზღვეულები ვერ ღებულობდნენ მიზეზთა გამო დაზღვევის თანხას, რის გამოც მათთან რეკავდნენ და მის ოჯახს ემუქრებოდნენ".
ძალიან ბევრი ამერიკელი, ვისაც კი ურთიერთობა ჰქონია ჯანდაცვის სადაზღვეო გიგანტ კომპანიასთან "UnitedHealthcare", დაუფარავად ამბობს, რომ ამ კომპანიასთან ურთიერთობა იყო ყველაზე ცუდი პერიოდი მათ ცხოვრებაში.

ბოლო, უახლესი ინფორმაციით ამერიკაში, პენსილვანიის შტატში ბრაიან ტომფსონის მკვლელი დააკავეს, ის აღმოჩნდა 26 წლის ლუიჯი მანჯონე.
მანჯონეს პენსილვანიის უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხაირსხი ჰქონდა და მას ახასიათებენ, როგორც უკონფლიქტო და გაწონასწორებულ ადამიანად.

ნიუ იორკის პროკურატურამ მანჯონეს ბრალი წარუდგინა ყალბი დოკუმენტის მეორე ხარისხის ფლობის ერთ პუნქტში, იარაღის მეორე ხარისხის უკანონო ფლობის ორ პუნქტსა და ცეცხლსასროლი იარაღის მესამე ხარისხის უკანონო ფლობის ერთ პუნქტში.

პოლიციამ მანჯონეს ზურგჩანთაში Glock-ის სავაზნე კოლოფის მქონე 3D პრინტერით დამზადებული შავი პისტოლეტი და ასევე 3D პრინტერით დამზადებული მაყუჩი აღმოაჩინა. ნიუ იორკის პოლიციის კომისრის, ჯესიკა ტისქის თქმით, როგორც პისტოლეტი, ასევე მაყუჩი, მკვლელობისთვის გამოყენებულ იარაღს შეესაბამება.

ლუიჯი მანჯონე.

image

0
383
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0