პოლიტიკა ტრამპი სთავაზობს მექსიკას და კანადას შტატებად დაემატონ აშშ-ს 11 დეკემბერი, 10:02 აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC-თან ვრცელ ინტერვიუში კანადას და მექსიკას შესთავაზა გახდნენ ახალი შტატები ამერიკის შემადგელობაში. "ჩვენ ვაძლევთ კანადას ყოველწლიურად 100 მილიარდ დოლარზე მეტის სუბსიდირებას. ჩვენ სუბსიდირებას ვაძლევთ მექსიკას თითქმის 300 მილიარდ დოლარამდე. ჩვენ არ უნდა ვაკეთებდეთ ამას. რატომ ვაძლევთ სუბსიდირებას ამ ქვეყნებს? დაე, ისინი გახდნენ ახალი შტატები სუბსიდირების ნაცვლად.ჩვენ ვაძლევთ სუბსიდირებას მსოფლიოს ბევრ ქვეყანას. და ყველაფერი რაც მინდა გავაკეთო არის თანაბარი, სწრაფი, მაგრამ სამართლიანი სათამაშო პირობები." -განაცხადა რესპუბლიკელმა. მანამდე, Fox News არხი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ტრამპმა კანადის პრემიერ მინისტრთან ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ თუ კანადის ეკონომიკა ვერ გაუძლებს ახალ ტარიფებს, მაშინ, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, გახდეს ამერიკის 51-ე შტატი. აშშ-ის მომავალმა ლიდერმა განუცხადა ტრუდოს, რომ კანადამ „უღალატა“ მეზობელს იმით, რომ საზღვრის გადაკვეთისას დაუშვა დიდი მოცულობის ნარკოტიკები და არალეგალური მიგრანტები. შემდეგ ტრამპმა ახსენა ორი ქვეყნის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი, რომელიც მან შეაფასა 100 მილიარდ დოლარზე მეტად. ამის შემდეგ ამერიკელმა ლიდერმა კანადელ კოლეგას უთხრა, რომ თუ კანადა ვერ გაუმკლავდება ამ ორ პრობლემას - დეფიციტს და საზღვარს, მაშინ ინაუგურაციის შემდეგ ის დააწესებს დაპირებულ 25 პროცენტიან სავაჭრო ტარიფებს. 529 2-ს მოსწონს
|