x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„ეს გოგო-ბიჭები მეცოდებიან, ღამეებს ათენებენ და წარმოდგენაც არა აქვთ რისთვის იბრძვიან“ - არქიმანდრიტი ანთიმოზი

image

.

არქიმანდრიტი ანთიმოზ ივერიელი, იგივე თამაზ ბიჩინაშვილი სოციალურ ქსელში რადიკალების აქციას ეხმაურება და პოსტივის ჟურნალისტის გამბედაობით კმაყოფილია.

.

ვამაყობ ლიზასთან მეგობრობით. მას პირადად არ ვიცნობ, ის ჩემი უხილავი სულიერი მეგობარია. აი ასეთი მებრძოლი გოგოები შეიყვანენ საქართველოს ღირსებით ევროკავშირში და არა ცალფეხზე, ღირსებადაკარგული ევროკავშირის ელგებეტე-ლიბერასტთა კლუბში (''იპიპი'').
.
.
ევროპარლამენტის უმრავლესობა, ეგრეთწოდებული ''იპიპი'' (სახალხო პარტია), რომლის წევრია ნაცსექტა, არის ელგებეტე-ლიბერასტთა კლუბი, ეს ძალა ამერიკაში დამარცხდა. სანამ ესენი იქნებიან ამათთან სასაუბრო არაფერი გვაქვს. ეს გოგო-ბიჭები მეცოდებიან, რომლებიც ღამეებს ათენებენ და წარმოდგენაც არა აქვთ რისთვის იბრძვიან. ვთქვათ ''იპიპიმ'' გაიმარჯვა. რა მოხდება მერე? მიშა სააკაშვილის დიდების შარავანდედით მოსვლა რასაც ღმერთი არ დაუშვებს.
.
მომავალში კადნიერება არ მექნება საქართველოს მომავალ პრეზიდენტს ხელი გადავხვიო)) ვულოცავ ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, რა დამავიწყებს მანჩესტერის დერბის, როდესაც მანჩესტერ ''სიტის'' თავდამსხმელმა მანჩესტერ ''იუნაიტეტის'' მეკარე პეტერ შმეიხელს გოლი გაუტანა. მეორესაც უტანდა, მაგრამ შმეიხელმა თავი გაწირა და უძლიერეს დარტყმას სახე დაუხვედრა, რის შემდეგ შმეიხელს 5 წუთი ასულიერებდნენ.
.
ბრიუსელის ''ცისარტყელას წესრიგი''
გუშინ, გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ჰერ ჰანს ნოიჰოფმა ბრძანა: ქართველები ჭკვიანი ხალხია და არ სურთ ბრიუსელის ცისარტყელას წესრიგი. ევროპარლამენტის უმრავლესობა-სახალხო პარტია ევროკავშირის ელგებეტე-ლიბერალიზმის კლუბია, რომლის წევრია ნაციონალური მოძრაობა, თითქოს ნაცებს ელგებეტესთან შეხება არა აქვთ სიცრუე და სირაქლემას პოზიციაა. ელგებეტე-ლიბერალიზმი დამარცხდა აშშ-ში, მარცხდება გერმანიაში და საფრანგეთში. გამანადგურებლად დამარცხდა საქართველოში, რომლის აღიარება რადიკალურ ოპოზიციას არ სურს. მათი ქმედება მაგონებს აკვარიუმიდან ამომხტარი თევზის ფართხალს, რომელსაც ორი ვარიანტი აქვს: ან სული უნდა განუტევოს, ან, ვიღაცამ აკვარიუმში დააბრუნოს))
.
რადიკალურმა ოპოზიციამ ნიღაბი ჩამოიხსნა
არჩევნებამდე ელგებეტეს საწინააღმდეგო კანონზე ხმას არ იღებდნენ. ახლა ხმა ამოიღეს და განაცხადეს, რომ მზად არიან ეს კანონი გააუქმონ, როდესაც, კოალიციური მთავრობით ქვეყნის სათავეში მოვლენ. ანუ ისინი მზად არიან ბაღებში და სკოლებში დაუშვან ელგებეტე პროპაგანდა. ეს, რომ არჩევნებამდე ეთქვათ, დარწმუნებული ვარ 800 ათასი ხმიდან ნახევარ მილიონ ხმას დაკარგავდნენ. ოჯახის სიწმინდის დაცვა ქრისტიანული აზროვნების აღმოსავალი წერტილია. მოკლედ, ეს არის აღიარება ქრისტესგან განდგომისა და ანტიქრისტეს თაყვანისცემისა.
.
ხაზარაძე-ჯაფარიძეს და გახარიას, რომლებსაც თავი ქრისტიანებათ მოაქვთ (ბატონი ჯაფარიძე სამებაში საღამოს ლოცვას არ აცდენს, ხოლო გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს სამებაში ჩემხელა სანთელი ეჭირა) და პირად საუბრებში ელგებეტე პროპაგანდა არ მოსწონთ, სადმე, ხმამაღლა წამოსცდეთ, რომ წინააღმდეგნი არიან ბავშვებში ელგებეტე პროპაგანდის, გვარამიაზე და მისნაირებზე საუბარი არ არის, რომლებიც ეკლესიას დიდი ხანია ებრძვიან
.
.
0
76
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0