x
მეტი
  • 05.12.2024
  • სტატია:138672
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512304
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი განიხილავს პიტ ჰეგსეტის შეცვლას ახალი ბრალდებების ფონზე

“ფოქს ნიუსის" ყოფილი წამყვანის შემცვლელები არიან ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი და რამდენიმე რესპუბლიკელი სენატორი. არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს ფოქს ნიუსის ყოფილი წამყვანი პიტ ჰეგსეტის შეცვლას თავდაცვის მდივნის პოსტზე მის საქციელთან დაკავშირებული ბრალდებების ფონზე, მრავალი მედიის ცნობით. “ვოლ სტრიტ ჯურნალმა" პირველად სამშაბათს ღამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპი განიხილავს ჰეგსეთის სახელის მოხსნას და მის ნაცვლად ფლორიდის გუბერნატორის რონ დესანტისით, ერთ დროს კონკურენტი და ახლა მხურვალე მხარდამჭერი. თავდაცვის დეპარტამენტის სხვა პოტენციურ სახელებს შორისაა აიოვას სენატორი ჯონი ერნსტი და ტენესის სენატორი ბილ ჰეგერტი, დასძინა “სიენენმა". ჰეგსეთი, ერაყისა და ავღანეთის ომების ვეტერანი, არის უკანასკნელი კანდიდატი, რომელსაც მოუწევს დაუპირისპირდეს და ჩაებას დამტკიცებისათვის ბრძოლაში მთელი რიგი შოკისმომგვრელი ბრალდებების ფონზე. ქალმა ის სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა 2017 წელს რესპუბლიკური კონფერენციის დროს. მან თქვა, რომ შეხვედრა შეთანხმებული იყო, მაგრამ ქალთან შეთანხმებას მიაღწია გარკვეულ თანხაზე 2023 წელს. ამ საკითხზე ბრალი არ წაუყენებიათ. “დე ნიუ იორკმა" ამ თვეში კიდევ ერთი სენსაცია გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავდა განცხადებებს, რომ იგი აიძულეს გადამდგარიყო ორი ვეტერანთა ჯგუფიდან არასწორი ფინანსური მენეჯმენტის, სექსუალური შეუსაბამობისა და სხვა გადაცდომის ბრალდებების გამო. “ენბისი ნიუსმა" სამშაბათს ამ ბრალდებებს დაამატა, რომელსაც მოჰყავს ფოქს ნიუსის ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლები, ისინი ამტკიცებდნენ, რომ შეშფოთებულები იყვნენ, როდესაც ჰეგსეთი რეგულარულად გამოდიოდა სამუშაოდ ქსელში ალკოჰოლის სუნით. “ყველა ისაუბრებდა ამაზე კულისებში, სანამ ის ეთერში გავიდოდა", - განაცხადა “ფოქსის" ერთერთმა ყოფილმა თანამშრომელმა. ჰეგსეთმა უარყო ყველა ბრალდება და განაცხადა, რომე ს არის პოლიტიკური იაფი კადრები.

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:ნონა ქაჩლიშვილი
ნონა ქაჩლიშვილი
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0