მსოფლიო სამეფო არდადეგები - როგორ გამოიყურებიან პრინცესები ბიკინში 2023, 10 ნოემბერი, 9:56 ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ყველა სამეფოს საუკუნის მანძილზე დაწერილი მკაცრი, გარკვეული ეტიკეტის დაცვის მოთხოვნადი თუ სასაცილო ან უცნაური წესი აქვს, რომლის შესრულება მათი ოჯახების წარმომადგენლებს მთელი სიმკაცრით უწევთ. ჩვენთვის გასაკვირი და წარმოუდგენელი წესები, მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა არის სამეფოები, რომელთა ძველი ტრადიცია განახლებულმა, შედარებით თანამედროვემ ჩაანაცვლა და ახლა, მათ მხოლოდ გარკვეული სტანდარტების დაცვა უწევთ.
ბუკინგემის სასახლის წევრებს, და არა მარტო მათი სასახლის წევრებს, იმ ყველაფრის კეთების უფლება არ ეძლევათ, რაც სხვა დანარჩენებს, ვინც მის გარეთ ცხოვრობენ. სასახლის წევრებმა გარკვეული წესების და სტატუსის შესაბამისად უნდა იცხოვრონ. გარკვეული აკრძალვები, დრეს-კოდი და ა, შ, მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ზოგიერთი მათგანი სულაც არ ემორჩილება მათ მიერ დაწერილ წესებს და იქცევა საკუთარი სურვილების შესაბამისად, რასაც უკვე არაერთი ამბავი მოწმობს. სპეციალური წესები, რომლებიც სამეფო ოჯახებისთვის დაიწერა, მიზანია იმის რომ ისინი საუკეთესოდ გამოიყურებოდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სტანდარტები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ლურჯი სისხლის წარმომადგენლები ყოველთვის უშეცდომოდ გამოიყურებოდნენ საზოგადოების წინაშე. მათაც ამოძრავებთ პირადი სურვილები და გართობის საკუთარი პრინციპები, თუმცა... არაერთხელ ვნახეთ ტირაჟირებული ფოტოები, სადაც სამეფო ოჯახის წარმომადგენლები მათი ქცევისთვის შეუფერებელ სიტუაციაში გამოიჭირეს პაპარაცებმა, დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ კიდევ ერთ ასეთ კრებულს, სადაც სამეფო ოჯახის პრინცესები საცურაო კოსტიუმებში და ისურვებდნენ, რომ ეს ფოტოები არ არსებობდეს. სამეფო არდადეგები - როგორ გამოიყურებიან პრინცესები ბიკინში1. შვედეთის პრინცესა სოფია. 2. ინგლისის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი. 3. შვედეთის პრინცესა მადლენი. 4. შარლოტა კაზირაგი. 5. დანიის პრინცესა მარი. 6. ნორვეგიის პრინცესა მეტე-მარიტი. 1385 5-ს მოსწონს
|