მსოფლიო როგორ გამოიყურებოდნენ მსოფლიო ლიდერები ახალგაზრდობაში? 2016, 24 მარტი, 11:52 ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიო ლიდერების ახალგაზრდობას. ნახეთ როგორ
გამოიყურებოდნენ ისინი მომწიფების ასაკში...
![]() კიმ ჩენ ინი - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, რომელმაც მსოფლიოს წყალბადის ბომბი გააცნო ![]() ჯორჯ ბუში - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ლიდერი, რომელმაც პრეზიდენტობის თანამდებობა მიიღო 1988 წელს. ჯორჯ ბუშის თაოსნობით 1991 წელს აშშ-მ დაიწყო ომი ერაყის წინააღმდეგ, სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად. ![]() მაჰათმა განდი - ინდოეთის ეროვნული ლიდერი. ის იყო პოლიტიკური აქტივისტი. მაჰათმას ძალიან დიდი წვლილი აქვს ინდოეთის დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვებაში. ![]() ტონი ბლერი - დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი (1997 - 2007) ბლერი იყო წარმატებული ლიდერი, აქედან გამომდინარე ის დაინიშნა ახლო აღმოსავლეთში დესპანად გაეროს, ვროკავშირის, აშშ-ისა და რუსეთის (კვარტეტი) სახელით. ![]() ბილ გეიტსი - ნამდვილი სახელით უილიამ ბილ გეიტსი, არვიცი რამდენად სწორია მისი მსოფლიო ლიდერებს შორის მოხვედრა, მაგრამ ამერიკელ ბიზნესმენს და ინვესტორს მსოფლიოსთვის ძალიან ბევრი გამოგონება აქვს, თან ძალზედ საჭირო. ის არის კომპანია Microsoft-ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი. მისი პირადი კაპიტალი ფორბსისის 2016 წლის მონაცემით შეადგენს 79 მილიარდ დოლარს. დღესდღეობით, გეიტსი არის ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში. Microsoft-ის წლიური შემოსავალი 2015 წლისათვის 93.58 მილიარდი დოლარია. ![]() ფიდელ კასტრო - კუბის ლეგენდალური ლიდერი, თავდაპირველად ფიდელ კასტრო იყო რევოლუციის ლიდერი 1959 წელს, ხოლო შემდეგ გახდა პრეზიდენტი(1976 - 2008) ![]() სტივ ჯობსი - კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელი. ის იყო Apple-ის თანადამფუძნებელი. 1986–2006 წლებში ის ასევე იყო პიქსარის ანიმაციური სტუდიის აღმასრულებელი დირექტორი. 2011 წლის 5 ოქტომბერს, სტივ ჯობსი პანკრეატული სიმსივნისგან გარდაიცვალა 56 წლის ასაკში. ![]() ელისაბედ II უინძორი - დედოფალი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქმედი მმართველია. ასევე თანამეგობრობის 15 სახელმწიფოს მეთაური (ავსტრალია, ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამები, ბარბადოსი, ბელიზი, გრენადა, კანადა, ახალი ზელანდია, პაპუა-ახალი გვინეა, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სოლომონის კუნძულები, ტუვალუ, იამაიკა) ![]() უგო ჩავესი - უგო რაფაელ ჩავეს პრიასი იყო ვენესუელის ყოფილი ლიდერი და რევოლუციონერი. 2013 წლის 5 მარტს, ჩავესი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ![]() მეფე სალმანი - საუდის არაბეთის მეფე და ორი წმინდა მეჩეთის მცველი. მეფე გახდა 2015 წლის 23 იანვარს, მას შემდეგ რაც გარდაიცვალა მისი ძმა აბდალა. ![]() ალბერტ აინშტაინი - უეჭველია, რომ აინშტაინი მსოფლიოს ლიდერთა უმეტესობას ჯობდა. ფიზიკის მამა და XX- საუკუნის უდიდეს მეცნიერი, მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. დაჯილდოებულია ასევე ნობელის პრემიით. გარდაიცვალა 1955 წლის 18 აპრილს. ![]() ანგელა მერკელი - გერმანელი პოლიტიკოსი და პირველი ქალი კანცლერი 2005 წლიდან დღემდე. წარმოგიდგენთ ანგელას ახალგაზრდობის ფოტოს... ![]() ბილ კლინტონი - იყო აშშ-ს რიგით 42-ე პრეზიდენტი (1993 -2001 ) ![]() რომის პაპი - ფრანცისი ![]() ბარაკ ჰუსეინ ობამა - აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი. ნობელის მშვიდობის პრემიის 2009 წლის ლაურეატი. ობამა აშშ-ს ისტორიაში პირველი შავკანიანი პრეზიდენტია, ასევე პირველი პრეზიდენტი, რომელმაც 88 წლის შემდეგ კუბაში ფეხი დადგა და ამ ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობაც შეწყვიტა. ![]() ჰილარი კლინტონი - ამერიკელი პოლიტიკოსი, 2009-2013 წლებში იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში. ![]() ვლადიმერ პუტინი - რუსი პოლიტიკოსი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი 2000-2008 წლებში. 2012 წლის არჩევნებში მან კვლავ მოიპოვა პრეზიდენტობა. პუტინი ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ლიდერად ითვლება, მისი ერიდება თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერს. ![]() ნელსონ მანდელა - სრული სახელი: როლიჰლაჰლა დალიბუნგა მანდელა. ძლიერი პოლიტიკური აქტივისტი და სამხრეთ აფრიკის პირველი პრეზიდენტი. ![]() ჯონ ფიცჯერალდ „ჯეკ“ კენედი - აშშ-ს 35 პრეზიდენტი, რომელიც მოკლეს. ![]() მადლობა ყურადღებისთვის! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 5326 11-ს მოსწონს
|