x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
5 უხამსი ფაქტი კლეოპატრას შესახებ, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

image


მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 ათასზე მეტი წელი გავიდა, ეგვიპტის დედოფლის კლეოპატრას სახება კვლავაც არ გამქრალა. ბევრი ადამიანის წარმოსახვაში ის დღემდე ინარჩუნებს ლამაზი და ინტელექტუალი ქალის იმიჯს, რომელზეც მხოლოდ კარგს ამბობენ, თუმცა რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს ჩრდილი სინათლის გარეშე და არც დედოფალი იყო ისეთი სრულყოფილი როგორც ეს ბევრს ჰგონია. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 უხამსს ფაქტს ეგვიპტის დედოფლის კლეოპატრას შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდით.


image


პირველი ფაქტი უზენაესი ძალაუფლების ეგვიპტურ ტრადიციებს უკავშირდება - არ განზავდეს ღვთაებრივი სისხლი, რასაც ბანალური ინცესტი მოჰყვებოდა, კლეოპატრაც სწორედ ასეთი ინცესტური კავშირის შედეგად დაიბადა. გასაკვირია რომ სისხლის აღრევის შედეგად სამყაროს ასეთი ლამაზი და რაც მთავარია ჭკვიანი მმართველი მოევლინა.


image


მეორე ფაქტი უკავშირდება მითს ერთი ღამის სიყვარულის შესახებ, რომლის თანახმადაც მშვენიერი დედოფლის ყველა საყვარელი, რომელსაც მასთან მხოლოდ ერთ ღამის გატარების უფლება ჰქონდა, მეორე დღეს სიკვდილით ისჯებოდა. უცნობია რამდენად შეესაბამება აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს, თუმცა ყველაფერი შესაძლებელი იქნებოდა.


image


მესამე ფაქტი კლეოპატრას გონიერებაზე მოგვითხრობს. იმ პერიოდისთვის მას შესანიშნავი განათლება ჰქონდა მიღებული და 7 ენასაც ფლობდა, რაც მას საშუალებას აძლევდა გარემომყოფები არა მხოლოდ თავისი სილამაზით, არამედ გონიერებითაც გაეოცებინა. გარდა ამისა, მმართველი ელჩებთან და სტუმრებთან საუბარს ყოველთვის თარჯიმნების გარეშე ცდილობდა.


image


მეოთხე ფაქტი მის გარეგნობას უკავშირდება, უცნობია როგორ გამოიყურებოდა სინამდვილეში ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი, ვინაიდან მისგან მხოლოდ ეგვიპტური გამოსახულებები და სხვადასხვა ფიგურები შემორჩა, თუმცა ყველა მშვენივრად ვხვდებით რომ ხელოვანი არასოდეს დახატავს ან გამოკვეთს მმართველის დამახინჯებულ გამოსახულებას.


image


ბოლო, მეხუთე ფაქტი კი რომის ორ იმპერატორთან მის სასიყვარულო ურთიერთობასთან არის კავშირში, რომლის წყალობითაც კლეოპატრამ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა 20 წლის განმავლობაში შეძლო, თუმცა ყველამ ვიცით როგორ დასრულდა ეგვიპტის უკანასკნელი დედოფლის სიცოცხლე.








0
1573
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1573