x
მეტი
  • 04.12.2024
  • სტატია:138651
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
როდის წარმოიქმნა მრავალუჯრედული სიცოცხლე?
როდის წარმოიქმნა მრავალუჯრედული სიცოცხლე?


2016 წელს გამოცემაში "Nature" გამოქვეყნდა სტატია სათაურით "Ancient origins of multicellular life", რომელიც გვაუწყებს შემდეგს: დიდი, მრავალუჯრედიანი სიცოცხლის ფორმები შესაძლოა დედამიწაზე ერთი მილიარდი წლით უფრო ადრე გაჩნდნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა. მაკროსკოპული მრავალუჯრედული სიცოცხლე დათარიღებულია დაახლოებით 600 მილიონი წლით, მაგრამ ახალი ნამარხები ვარაუდობს, რომ მრავალი სანტიმეტრის სიგრძის მრავალუჯრედული ორგანიზმები არსებობდა ჯერ კიდევ 1, 56 მილიარდი წლის წინ. მაოიან ჟუ (Maoyan Zhu) ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი ნანჯინში და მისი კოლეგები აცხადებენ ჩრდილოეთ ჩინეთში, კარგად შემონახული ნამარხების აღმოჩენის შესახებ, რომლებიც წარმოადგენს 30 სანტიმეტრამდე სიგრძის ორგანიზმებს. ამ არსებათა უჯრედების დიამეტრი 6-18 მიკრომეტრია და მჭიდროდ არის შეფუთული. თანამედროვე ორგანიზმებთან შედარების საფუძველზე, ავტორები ვარაუდობენ, რომ ნამარხები, სავარაუდოდ, თანამედროვე წყალმცენარეების მსგავსი ფოტოსინთეზური ევკარიოტები იყვნენ. ავტორები ამბობენ, რომ აღნიშნული აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს აზრს, რომ ევოლუციის ეს პერიოდი დედამიწაზე შედარებით უინტერესო იყო, ვინაიდან თითქოს ამ პერიოდში საინტერესო ბევრი არაფერი ხდებოდაო. როგორც ჩანს, ეს ასე არ არის.



კრებულები

1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II


3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. მეცნიერება - ნაწილი V

6. სხვადასხვა - ნაწილი I

7. სხვადასხვა - ნაწილი II

8. ქართული მითოლოგია

9. რელიგია

10. საქართველო - ნაწილი I

11. საქართველო - ნაწილი II

12. ქართული სახელმწიფოები

13. პროტოქართველები

14. კავკასიური კულტურები

15. პარანორმალი

16. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

17. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
52
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0