საზოგადოება
"ერთი ამბავი უნდა მოვყვე აუცილებლად, რადგან როცა გავიმარჯვებთ, გვახსოვდეს…“ - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი
გუშინ, 11:59
ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სპეცრაზმელების მიერ დარბევის დროს თავსგადამხდარ ერთ ისტორიას იხსენებს და წერს:
"ერთი ამბავი უნდა მოვყვე აუცილებლად, რადგან როცა გავიმარჯვებთ, გვახსოვდეს რამ შექმნა ეს გამარჯვება. დილით როცა დაგვარბიეს, მომიტინგეები კოსტავას ქუჩისკენ წავიდნენ ორგანიზებულად. რუსთაველის ძეგლთან შეჩერდნენ. სპეცრაზმი წყლის მანქანებიანად რუსაველის ბოლომდე მოვიდა, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გზის გამოგრძელებას აპირებდნენ. დილის შვიდ საათზე ქუჩაში მანქანები თითქმის არ იყო. სულ ოთხი მანქანა გამოჩნდა.
და იცით რა მოხდა? ოთხივე სპონტანურად ერთ მწკრივად ჩადგა მანქანით და ზემელზე გზა გადაკეტა. ანუ, საკუთარი მანქანები გაწირეს და ბარიკადად გაიმეტეს, რომ დარბეული ახალგაზრდები დაეცვათ. ორი ტაქსი იყო, ორი ახალგაზრდა გოგო. კინოებში რომ მინახავს, ისეთი მომენტი იყო სოლიდარობის. ფეისბუქ ლაივში მქონდა ეგ მომენტი და როცა მოვიცლი მოვჭრი აუცილებლად და დავდებ. წარმოიდგინეთ, ტაქსისტმა, რომელიც ამით არჩენს ოჯახს. ჩაკეტა მანქანა და გადმოვიდა. ოჯახის სარჩო–საბადებელი გაიმეტა. საბედნიეროდ აღარ გახდა საჭირო მათი მანქანების ბარიკადებად გამოყენება, მაგრამ ისინი ხომ მზად იყვნენ?
და რა მინდა ამით ვთქვა: ივანიშვილო, შე ვირიშვილო, ჯერ ორი ცალი ქოცი მანახე, ვინც შენ უფასოდ გამარჯობას გეუბნება და მერე დააპირე ამ ქვეყნის ჯიბეში ჩადება. დანიშნე რიგგარეშე არჩევნები დროზე, თუ გინდა მშვიდობით გაასწრო აქედან!"- წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.