x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"არ არსებობს საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს"- რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ფედერალისტების" ერთ - ერთი დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს და ოპოზიციურ პარტიებს სამოქმედო გეგმას სთავაზობს, რაც პროტესტში ჩართული მათ მხარდამჭერების მონაცემთა ბაზის შექმნას გულისხმობს:




"Call to action!



არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.


----


არასდროს ყოფილა ასეთი ცხადი, რომ ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს ისტორიულ მისიასთან და ზოგადად, ქართველობასთან შეუთავსებელია.

ვითარების სირთულე ჩვენგან, პირველ რიგში, პოლიტიკური სპექტრისგან და ასევე, საქართველოს პატრიოტი მოქალაქეებისგან მოითხოვს ორგანიზებულ, გონივრულ, მტკიცე და ხანგრძლივ ძალისხმევას.

ხანგრძლივ, გონივრულ და შედეგზე ორიენტირებულ პროტესტს სჭირდება დისციპლინა და ადამიანური სტრუქტურა, ამის გარეშე ქუჩაში სპონტანურად გამოსულ მოქალაქეებს ძალიან გაგვიჭირდება.


❗️ფედერალისტებს მიგვაჩნია, რომ ყველა პარტიამ უნდა აღრიცხოს მათ მხარდამჭერებს შორის ისინი, ვინც პროტესტში რაღაც ფორმით და რაღაც დროით მონაწილეობას აპირებს, შექმნას მათი მონაცემთა ბაზა, შეადგინოს მათი გეოგრაფია საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, გაარკვიოს მათი გრაფიკი და შეუსაბამოს პროტესტს, ააწყოს მათთან სწრაფი კომუნიკაციის არხები სწრაფი რეაგირებისთვის.


ვისაც გსურთ განგრძობად პროტესტში მონაწილეობა და ჩვენთან, ფედერალისტებთან კოორდინაცია, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ფორმა და შეგეხმიანებით. ????


ტელემედიამ აიღოს და ფედერალისტების მოთხოვნაზე სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიმართ, ოპო პარტიები გამოკითხოს!


ეთანხმებიან თუ არა ფედერალისტებს და მოქმედებენ თუ არა შესაბამისად!


წნეხის გარეშე ეგენი არაფერს იზამენ!

ამისთვისაა მედია!

ასე მოხდება ცვლილება!

და ვისაც ცვლილება უნდა ტელემედიაში, უნდა უსიტყვოდ მეთანხმებოდეს!!!

რომ ჯიუტობენ, მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ, მხოლოდ ამიტომ არ ხდება ცვლილება!


ფედერალისტების დასახელება აუცილებელია! აუცილებელია სტრუქტურულად, აუცილებელია იმისთვის, რომ სხვა პარტიებმაც მიაჭირონ წიხლი ტვინს და მომავალში ჩვენ არ დაგველოდონ!!!


❗️ფედერალისტებს მიგვაჩნია, რომ ყველა პარტიამ უნდა აღრიცხოს მათ მხარდამჭერებს შორის ისინი, ვინც პროტესტში რაღაც ფორმით და რაღაც დროით მონაწილეობას აპირებს, შექმნას მათი მონაცემთა ბაზა, შეადგინოს მათი გეოგრაფია საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, გაარკვიოს მათი გრაფიკი და შეუსაბამოს პროტესტს, ააწყოს მათთან სწრაფი კომუნიკაციის არხები სწრაფი რეაგირებისთვის.


???? ჩვენ ასე ვიქცევით და ეს სწორია.


პ.ს. ამ სრულიად ლეგიტიმურ, საჯარო ინტერესებისთვის სასიცოცხლო, ლოგიკურ მოთხოვნას რომ უარყოფთ და უმოწყალოდ გათრევთ, ამ პოსტს დავლინკავ ხოლმე და მაშინაც გადატრიალებული იქნება ურემი!"- ვკიხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის პოსტში.



0
192
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
192