x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
უდანაშაულო ფრანგი მასწავლებელი, რომელიც რელიგიურად ანგაჟირებულმა ჩეჩენმა ბიჭმა მოკლა და თავი მოკვეთა

image
ევროპას თუ რამე დაღუპავს ეს იქნება არა ომები, არამედ მიგრანტების მიმართ ტოლერანტობის "თამაში", რომელმაც უკვე ძალიან ბევრი ევროპელი შეიწირა.
სწორედ ასეთი მიგრანტის მსხვერპლი გახდა ფრანგი, 47 წლის ფრანგული საშუალო სკოლის მასწავლებელი სამუელ პატი, რომელიც 2020 წლის 16 ოქტომბერს მოკლა ჩეჩენმა მიგრანტმა, 18 წლის აბდულაჰ ანზოროვმა, რომელიც პარიზში დევნილის სტატუსით ცხოვრობდა 2008 წლიდან
ანზოროვმა მასწავლებელს თავი მთლიანად მოაჭრა 30 სანტიმეტრიანი დანით, ჩეჩენი ახალგაზრდა მკვლელი დაკავებისას ფრანგული პოლიციის სპეცრაზმის მიერ იქნა ლიკვიდირებული.

მკვლელობა კი მოჰყვა მუსლიმი გოგოს ტყუილს, რომელიც გაკვეთილების ხშირად გაცდენის გამო 2 დღით გაკვეთილებზე დასწრების აკრძალვით დასაჯა სამუელმა. გოგონა ყოველგვარი მიზეზების და არგუმენტების გარეშე აცდენდა გაკვეთილებს.
თავის გასამართლებლად გოგონამ ოჯახს განუცხადა, რომ მას რელიგიური ნიშნით დევნიდა და ავიწროვებდა მასწავლებელი.
გოგონამ ოჯახის წევრები მოატყუა და მათ განუცხადა, რომ მისი მასწავლებელი ისლამოფობი იყო და მხოლოდ რელიგიური ნიშნით დევნიდა მას და რომ მას არაფერი დაუშავებია სკოლაში.

გოგონას მამამ ფეისბუქზე დადო პოსტი, სადაც წერდა, რომ მისი შვილი რელიგიური ნიშნით იდევნებოდა სკოლაში. პოსტის წაკითხვისთანავე სამუელმა სასწრაფოდ დაიბარა სკოლაში მოსწავლე გოგონას მამა და დაწვრილებით აუხსნა თუ რა მიზეზით დასაჯა მისი შვილი, ამასთან ერთად გოგონას მამა შეიყვანა საკუთარ სადამრიგებლო კლასში და მუსლიმ მოსწავლეებს ჰკითხა: რომელიმე მათგანთან ჰქონდა თუ არა მას, როგორც მასწავლებელს რელიგიური ნიშნით რაიმე სახის უთანხმოება, რაზეც მოსწავლეებმა ერთხმად უპასუხეს, რომ მათ სკოლაში და მათ კლასში რელიგიური ნიშნით არავინ იდევნებოდა და კლასელი გოგონას მამას უთხრეს, რომ მისი გოგონა ხშირად აცდენდა გაკვეთილებს.
გოგონას მამამ პედაგოგს ბოდიში მოუხადა და უთხრა, რომ შვილმა შეცდომაში შეიყვანა და სახლში მისვლისთანავე აიღებდა პოსტს.
გოგონას მამამ პოსტი აიღო, მაგრამ მისმა პოსტმა მაროკოელი, 48 წლის ბრახიმ ხნინა ისე გააბრაზა, რომ ვიდეომიმართვა დადო, სადაც განსაჯა სამუელ პატი და მისი სკოლიდან განთავისუფლება მოითხოვა რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის გამო.
სწორედ ეს ვიდეო მოხვდა თვალში რეგვენ, ჩეჩენ ახალგაზრდას აბდულაჰ ანზოროვს, რომელმაც დანა აიღო, ჩაუსაფრდა მასწავლებელს, ჯერ ყელი გამოჭრა, შემდეგ კი მთლიანად მოაჭრა თავი.
მაროკოს ხელისუფლებამ საფრანგეთის სახელმწიფოს ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა ბრახიმ ხნინას წინააღმდეგ, ვისმა მიმართვამაც გამოიწვია უდანაშაულო მასწავლებლის მკვლელობა.

18 წლის ჩეჩენი მკვლელი აბდულაჰ ანზოროვი, რომელიც ლიკვიდირებულია.

image

0
100
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
100