x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
არ გაიმეოროთ ის, რასაც პო@ნოფილმებში აჩვენებენ
imageავსტრალიელმა პორნომსახიობებმა, ლუსი ბიმ, რაიან ჯეიმსმა, ლიუკ დინმა(Lucie Bee, Ryan James and Luc Dean) მოუწოდეს პორნოფილმების მაყურებლებს არ გაიმეორონ ის, რასაც ეკრანზე ხედავენ.მათივე განცხადებით რეალურ ცხოვრებაში მათი გამეორება არ მოგეწონებათ.


ლიუკ დინი Daily Mercury–თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მისი პარტნიორები ხშირად სთხოვენ გავიმეორო ის რაც ეკრანზე ნახეს, "მე მათ ვაფრთხილებ, რომ არ მოეწონებათ და ასეცაა, გაწბილებულები დარჩებიან".


"ეს მხოლოდ ეკრანზეა ეფექტური სანახავი, არა და სრული ფანტაზიაა"-დასძინა მან.


კოლეგას ეთანხმება ლუსი ბი და აღნიშნავს, რომ ეკრანზე დემონსტრირებული პორნო ხშირად ასახავს მხოლოდ იმას, თუ ფიზიკურად რა უბნების აღბეჭდვაა შესაძლებელი და არა ის, რაც მოსწონს პარტნიორს.



ლუსი თვლის, რომ ინდუსტრია საკმარისად არ საუბრობს იმაზე, თუ რამდენად არის პორნო სუფთა ფანტაზია: „ის გამიზნულია შთაგონებისთვის და აღფრთოვანებისთვის... ასეთი ვერ იქნება შენი სექსუალური ცხოვრება და ეს კარგია - ამისთვის არ არის გამიზნული ბიჭებო! ქალის სიამოვნება არც ისე რთულია, როგორც ეს ხალხს წარმოუდგენია."


რაიან ჯეიმსმა მოუწოდა მაყურებლებს იცხოვრონ ისეთი სექსუალური ცხოვრებით, რომელიც მას და მის პარტნიორს მოსწონს და არა ეკრანული ფანტაზიებით.


ამასთანავე პორნოგრაფია ზეგავლენას ახდენს ფსიქიკაზე და აუარესებს რეალური სექსის ხარისხსს.პორნოს გამუდმებული ყურება განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს მამაკაცებზე, სექსის დროს შეიძლება ერექციული დისფუნქცია გამოიწვიოს(პორნოს ყურება უფრო ეფექტურია მხოლოდ სექს-პარტნიორთან ერთად).



მთავარ ფოტოზე: ლუსი ბი

0
213
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0