ტკბილეული თეთრი ბლის მურაბა 2012, 11 აპრილი, 16:39 ახლად მოკრეფილ საღ თეთრ ბალს ამოვაცალოთ კურკა. ჩავყაროთ წინასწარ ნადუღარ შაქრის სიროპში და ვადუღოთ 15-20წუთს. ცეცხლიდან გადმოვიღოთ და გავაცივოთ. რამდენიმე საათის შემდეგ ისევ ცეცხლზე შევდგათ და ვადუღოთ მანამ, სანამ სიროპი საკმაოდ არ გასქელდება, ხოლო თვით ბალი ყვითელ ქარვისფერს არ მიიღებს. შემდეგ გავაცივოთ სხვა ჭურჭელში და ჩავასხათ ქილებში, თავი კარგად მოვუკრათ და შევინახოთ გრილ ადგილას. ამ მურაბაში არომატისთვის უმატებენ ცოტაოდენ ვანილს. პროპორცია ასეთია: ერთ კილოგრამ კურკაგამოცლილ თეთრ ბალზე 1 კგ შაქარი და 2 ჩ/ჭ წყალი. 4940 შეფასება არ არის
|